დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

სომხურ-ქართული სკანდალი: დამნაშავეები ნაპოვნია 28.05.2020 12:07

სომხურ გამოცემა „ლრაგირ“-ში («Լրագիր»//„ამბები“) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით  „სომხურ-ქართული სკანდალი: დამნაშავეები ნაპოვნია“, რომელშიც ავტორი, პოლიტიკური მიმომხილველი ნაირა აირუმიანი წერს: „სომხურ-ქართული სკანდალი, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის არსენ ტორისიანის განცხადებით დაიწყო, სომხური მხარის მიერ ბოდიშის მოხდის მიუხედავად,  კვლავ გრძელდება. ეს გასაგებიცაა, რადგან საქართველო და სომხეთი მრავალი საუკუნის განმავლობაში ერთმანეთთან თავისებურ კონკურენციაში იმყოფებიან. ქართველები ცდილობენ დაამტკიცონ, რომ მათ მიერ მომზადებული ტოლმა უფრო გემრიელია, ვიდრე სომხების მომზადებული. ასევე ხშირად დაობენ იმის შესახებაც, თუ  ვის უფრო უძველესი ისტორია აქვს.

 

ამჟამად კონკურენცია კორონავირუსთან ბრძოლის საკითხში მიმდინარეობს - რომელი უფრო მაგრად უტევს „კოვიდ-19“-ის პანდემიას და ვის როგორი წარმატებები აქვს. საქართველომ და სომხეთმა პირველივე დღიდან ბრძოლის სხვადასხვა მეთოდები აირჩიეს: თბილისმა მკაცრი რეჟიმი შემოიღო - ტოტალური საკარანტინო ზომები განახორციელა, რითაც დაავადებისა და სიკვდილიანობის მინიმალიზებას მიაღწია, თუმცა ამით ქვეყნის ეკონომიკა ძალიან დაზარალდა: ფასებმა იმატა და ეროვნული ვალუტის - ლარის კურსიც კიდევ უფრო დაეცა. ერევანმა ჰიბრიდული ვარიანტი აირჩია - კარანტინი შემოიღო, მაგრამ კოლექტიური იმუნიტეტის გამომუშავებაზეც იზრუნა - [საწარმოები არ გაჩერებულა] და ეროვნული ვალუტის - დრამის კურსიც შენარჩუნებული იქნა, ინფლაცია არ გაღრმავებულა.

 

ასეთ სიტუაციაში ვერავინ ვერ შეძლებს იმის აწონ-დაწონვას, ვინ უფრო უკეთესი და მაგარია. საერთოდ, არც არის ამის ძიება საჭირო. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ საქართველოში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა მცირდება, სომხეთში კი იზრდება. მართალია, სიკვდილიანობა სომხეთში უფრო მეტია, ვიდრე საქართველოში, მაგრამ მაინც შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ „კოვიდ-19“-ის პირველ ტალღას ღირსეულად გავუმკლავდით“, - წერს სომხური გამოცემა.

 

„მაგრამ ახლა სომხეთში ჯანდაცვის მინისტრისა და თვით პრემიერ-მინისტრის ბაგეთაგან რაღაც საგანაგაშო და პანიკური განცხადებები კეთდება - კორონავირუსის მეორე ტალღა იქნება, რადგან მოქალაქეები წესებს არ იცავენ და პირბადეებს არ ატარებენო. რასაკვირველია, პირბადეები უნდა ვატაროთ, მაგრამ საკუთარი პასუხისმგებლობა სხვას არ უნდა გადააბრალო, - იმ მოქალაქეებს, რომლებიც კანონმორჩილები არიან. ახლა საქმე უნდა ვაკეთოთ და ავადმყოფებს ვუმკურნალოთ.


ჯანდაცვის მინისტრს ვურჩევდი, რომ უმჯობესია მოსახლეობაში შიში არ დათესოს და დამნაშავეები არ ეძებოს - მისის აზრით, ხან საქართველოა დამნაშავე, ხან ისინი, ვინც პირბადეებს არ ატარებს. არადა, მისის მოვალეობა და ფუნქციებია სწორად დათვალოს ადგილები ინტენსიური თერაპიისათვის და მოემზადოს მომავლისათვის.


არც ნიკოლ ფაშინიანი არ არის მართალი იმაში, რომ აცხადებს - ზედმეტად მივენდე მოქალაქეების შეგნებასო. პირიქით, მოქალაქეებმა ყველაფერი გააკეთეს, რაც ევალებოდათ, ბევრი მათგანი სახლებში იყო გამოკეტილი და სამსახურის გარეშე დარჩნენ. ახლა კი მთავრობამ ჭკუას უნდა მოუხმოს და საქმე აკეთოს“, - აღნიშნულია სტატიის დასასრულს.

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: https://www.lragir.am/ru/2020/05/27/174810/

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ