მიხეილ სააკაშვილის შესახებ პუბლიკაციები გამოქვეყნებულია აგრეთვე უკრაინულ და ლიტვის პრესაში, მაგალითად - გაზეთ „სტრანა“-ში საქართველოს ექს-პრეზიდენტის შესახებ საუბრობს ოდესის მერი გენადი ტრუხანოვი, ხოლო ლიტვის გაზეთ „ობზორში“ დაბეჭდილია ვრცელი სტატია სათაურით „სააკაშვილის ფაქტორი“.
პირველი ეხება მიხეილ სააკაშვილის პერსპექტივას (ოდესის მერის აზრით, ვლადიმერ ზელენსკი მიხეილ სააკაშვილს პირადი ინტერესებისა და მიზნების მიღწევისათვის გამოიყენებს), ხოლო მეორე პუბლიკაციის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა ორ ქვეყანას - საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობას გარკვეულ ჩრდილს მიაყენებს, რომელსაც შესაძლოა შორსმიმავალი შედეგები ჰქონდეს.
წყაროები:
https://strana.ua/articles/interview/265754-intervju-s-merom-odessy-hennadiem-trukhanovym-o-koronaviruse.html
https://www.obzor.lt/news/n59891.html
მოამზადა სიმონ კილაძემ
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge