დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

მთვარეზე წყალი აღმოაჩინეს 27.10.2020 14:53

მთვარის იმ ნაწილში, რომელიც დედამიწიდან ჩანს, პირველად დადასტურდა წყლის არსებობა. განაცხადეს აშშ–ის აეროკოსმოსური სააგენტო NASA–ს წარმომადგენლებმა პრესკონფერენციაზე.

 

​აღმოჩენა გაკეთდა კვლევისას, რომელიც გერმანულ–ამერიკულ სტრატოსფერულ ობსერვატორია SOFIA-ში მიმდინარეობდა. ეს ობსერვატორია Boeing 747–ის ბორტზეა განთავსებული.

 

„ჩვენ პირველად შეგვიძლია დავადასტუროთ წყლის არსებობა მთვარის მზით განათებულ ნაწილში იმ მონაცემების წყალობით, რომლებიც SOFIA–ს ტელესკოპით მივიღეთ. ჩვენ ჯერჯერობით არ ვიცით, შევძლებთ თუ არა მის გამოყენებას რესურსის სახით. მთარეზე წყლის ძებნას საკვანძო მნიშვნელობა აქვს ჩვენი კვლევითი გეგმებისთვის პროგრამა Artemis–ის ფარგლებში“, — წერს სოციალურ ქსელში NASA–ს ხელმძღვანელი ჯიმ ბრაიდენსტაინი.

 

წყლის მოლეკულები მთვარის სამხრეთ ნახევარსფეროში, კლავიუსის კრატერშია აღმოჩენილი, რომელიც დედამიწიდან ჩანს. მიღებული მონაცემების თანახმად, კრატერის ერთ კუბურ მეტრ ნიადაგში დაახლოებით 0,3 ლიტრი წყალია. მკვლევარები მანამდე ვარაუდობდნენ, რომ წყალი მთვარეზე შესაძლოა მთვარის ბნელ მხარეზე არსებულ კრატერებში ყოფილიყო.

 

ავტორ(ებ)ი : lenta.ru

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ