დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

როდესაც ღამურები თავს ავად გრძნობენ, სოციალური დისტანციას იცავენ 29.10.2020 17:30

ახალი კვლევის მიხედვით, როდესაც ღამურები თავს ავად გრძნობენ, სოციალური დისტანცირების ქცევების საკუთარ ფორმას ბუნებრივად ავლენენ.

 

მეცნიერების თქმით, ღამურების მიერ გამოვლენილი დისტანცია, COVID-19-ის გავრცელების შესამცირებლად შემოღებული რეკომენდაციის ანალოგიურია.

 

მკვლევარებმა გადამცემებით მონიშნეს ველური ვამპირი ღამურების ჯგუფი ბელიზში, მესოამერიკულ ძეგლ ლამანაისთან მობინადრე კოლონიიდან; მეცნიერები რამდენიმე დღის განმავლობაში ყოველ რამდენიმე წამში აკონტროლებდნენ მათ სოციალურ შეხვედრებს. როდესაც მათ ღამურებს იმუნური სისტემის მოქმედების აღმძრავი ნივთიერება გაუკეთეს, აღმოჩნდა, რომ „ავადმყოფმა“ ღამურებმა აშკარად შეიცვალეს ქცევა და უფრო ნაკლებად სოციალურნი გახდნენ.

 

„ველურ ბუნებაში ვიხილეთ, რომ ვამპირი ღამურები, რომლებიც ძლიერ სოციალური ცხოველები არიან, თუ თავს ცუდად გრძნობენ ან მათი ჯგუფის რომელიმე წევრია ავად, თავს შორს იჭერენ. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამით ისინი დაავადების გავრცელებას ამცირებენ“, — ამბობს ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ღამურების მკვლევარი საიმონ რიპერგერი.

 

ავტორ(ებ)ი : Guardian

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ