დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

11 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი 11.06.2021 10:44

ვერძი

საინტერესო დღეა, შესაძლოა ფინანსურ და საქმიან სფეროში მოიმკათ თქვენი წარსული ძალისხმევის შედეგები და კმაყოფილებით დაუსვათ წერტილი გაჭიანურებულ სამუშაოს.

 

კურო

შესაძლებლობა გიჩნდებათ პოზიტიური ცვლილებები შეიტანოთ ცხოვრების ნებისმიერ სფეროში და მოახდინოთ წარმატებით თქვენი იდეების რეალიზება სრულიად იოლად და განსხვავებული სახით.

 

ტყუპები

ნუ გაექცევით საკუთარ თავს, ჩაუღრმავდით, გაარკვიეთ სინამდვილეში რისკენ ან ვისკენ ისწრაფვით, მით უმეტეს თუ გარკვეული სასიყვარულო სირთულეები გაიარეთ.

 

კირჩხიბი

თუ ბოლო პერიოდში პრობლემებთან გამკლავება გიჭირდათ, ცხოვრების რაიმე საკითხთან დაკავშირებით ახლა დრო დადგა შედეგი მიიღოთ და თქვენი მოთმინება ღირსეულად დაფასდეს.

 

ლომი

საკუთარი ძალების რწმენა და კარგი განწყობა კარგად აისახება თქვენი შრომის ნაყოფიერებაზე, სწორედ ამის გამო ადვილად მოიპოვებთ ახალ ფინანსურ წყაროებს და შეძლებთ გადაჭრათ ფინანსური პრობლემები.

 

ქალწული

უბრალოდ ენდეთ სამყაროს, ნუ შეეწინააღმდეგებით მოულოდნელ ცვლილებებს, რომლებმაც შესაძლოა სრულიად შეცვალოს თქვენი ცხოვრებისეული გზა, ღირებულებები თუ ფასეულობები.

 

სასწორი

საინტერესო და სასიკეთო მოვლენებს ელოდეთ, შესაძლებელია ახალი პერსპექტიული შემოთავაზება მიიღოთ, მიჰყევით დროის დინებას და აკეთეთ ის, რაც სიამოვნებას განიჭებთ.

 

მორიელი

თქვენი ახალი იდეებითა და შემოქმედებითი მიდგომებით მაქსიმალურად სასიკეთო შედეგებს მიაღწევთ და შესაძლოა კარიერაში ახალ მწვერვალებსაც მიაღწიოთ.

 

მშვილდოსანი

დღევანდელობა კარგად დაგანახებთ სად, როდის და როგორ გამოიყენოთ დრო და ენერგია, რათა განახორციელოთ თქვენი ამბიციური, მაგრამ რეალური მიზნები.

 

თხის რქა

შეხედეთ მარტივად ყველას და ყველაფერს, ნუ მოითხოვთ ძალიან ბევრს ნურც საკუთარი თავის, ნურც ირგვლივ მყოფთაგან და ნურც წარმოქმნილი თუ არსებული ვითარებებიდან.

 

მერწყული

მოსალოდნელია ცვლილებები გარკვეულ ცხოვრებისეულ საკითხებთან დაკავშირებით, შესაძლოა გარემოცვაში ადგილი ჰქონდეს მცირე გარჩევებს, მნიშვნელოვანია მიაღწიოთ ურთიერთგაგებას და თანხმობას.

 

თევზები

შეიტანეთ თქვენს ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილებები და იბრძოლეთ თქვენი მიზნებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ამისთვის დიდი ძალისხმევის გაწევაც დაგჭირდეთ. 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ