დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

"უდიდესი ალბათობით, პანდემიური საფრთხე ერთ თვეზე მეტ ხანს არ გასტანს" 12.03.2020 11:48

ბლოგერი დავით ზარდიაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"პანდემია  გლობალურად ექსტრემალური მდგომარეობაა, რასთანაც ადამიანური ყოფა უნდა ადაპტირდეს. ამ დროს არსებითად იცვლება და სპეციფიური ხდება საზოგადოებრივი ურთიერთობების რეჟიმი, ანუ - სხვაგვარად "მუშაობს" კლასიკური ეკონომიკური, პოლიტოლოგიური, სოციოლოგიური და ა.შ. კანონზომიერებანი.

 

სპეციფიური ცოდნა - "პანდემიოლოგია", ამ დროს უაღრესად დეფიციტურია და უდიდესი ფასი აქვს. ყველა სხვა პროფესიის, სადაც ასეთი პანედემიოლოგიური ცოდნა და გამოცდილება მინიმალურია, ფონზე ნახტომისებურად იზრდება ექიმების, განსაკუთრებით ექიმ-ინფექციონისტების ფასი და როლი. 


მსოფლიო მასშტაბით "დემოკრატია" განსაკუთრებული მდგომარეობის რეჟიმში (რაც განსხვავდება და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება გამოიხატოს "საგანგებო მდგომარეობის" სამართლებრივ რეჟიმად) გადადის, სადაც მედიკოსების გავლენა გადამწყვეტია და მედიკოკრატიული დიქტატურა თუ არა, მედიკოარქიული "ჰიბრიდული" მმართველობა მყარდება. 


ამ განსაკუთრებული პანდემიური მდგომარეობის დროსაც, უფრო ნაკლებად, ვიდრე საგანგებო მდგოამრეობის სამართლებრივი რეჟიმისას, მაგრამ მაინც, იზღუდება ადამიანის მთელი რიგი უფლებები (მაგ. შეკრების თავისუფლება) და იზრდება ვალდებულებები, რომელთა შესრულების კონტროლი არც თუ ისე იოლია დემოკრატიული მმართველობის პირობებში. 


საინტერესოა, ამ დროს როგორ წარიმართება დემოკრატიული არჩევნები, წინასაარჩევნო კამპანია ან თუნდაც კენჭისყრა? რა გავლენას მოახდენს მასზე პანდემიოლოგიური კანონები და მედიკოარქიული ჰიბრიდული მმართველობა? მაგ. თუ მასობრივი შეხვედრები მედიკოსებმა საერთოდ აკრძალეს, წინასაარჩევნო კამპანიაც მხოლოდ დისტანციური იქნება - კიდევ უფრო მეტად გადამწყვეტი ხდება მასმედიისა თუ სოციალური ქსელების როლი! კენჭისყრა როგორღა წარიმართება? საგანგებო მდგომარეობა თუ არ გამოცხადდა ქვეყანაში, მასასადამე არჩევნები თუ არ გადაიდო, კენჭისყრა აუცილებლად უნდა ჩატარდეს, თუმცა მისი დისტანციურად ორგანიზებაც, პრინციპში,  შესაძლებელია. 


ცხადია,  უდიდესი ალბათობით, პანდემიური საფრთხე ერთ თვეზე მეტ ხანს არ გასტანს, მაგრამ ხომ შეიძლება, რადგან ერთხელ თავს დაგვატყდა, სხვა დროსაც განმეორდეს? უნდა ვიფიქროთ ამაზე. როგორც ჩანს, მოგვიწევს პანდემიოლოგიურ სოციალურ მეცნიერებათა და მათ შორის სამართალისაც, განვითარებაც,"- წერს დავით ზარდიაშვილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ