დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

"ქართუ ფონდის დღევანდელი განცხადება იყო უპრეცედენტო სახელმწიფოებრივი სოლიდარობის აქტი" 13.03.2020 13:46

ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს:

 

"ქართუ ფონდის დღევანდელი  განცხადება იყო უპრეცედენტო სახელმწიფოებრივი სოლიდარობის აქტი. გასულ წლებში გაწეული აქტივობებიდან გამომდინარე, ეს ისედაც მოსალოდნელი იყო. მაგალითისათვის თუნდაც უიმედო სესხების განულების პროგრამა უპირველესად იყო სწორედ სოციალური აქტი და სამოქალაქო  სოლიდარობის უპრეცედენტო მაგალითი, როდესაც ასეულ ათასობით ჩვენს მოქალაქეს მიეცა შესაძლებლობა ამ საბანკო დავალიანებების განულებით, კვლავ ჩართულიყო აქტიურ ეკონომიკურ საქმიანობაში.


ქართუ ფონდის დღევანდელი გადაწყვეტილება კი ამ ისტორიის თავისებურ გაგრძელებას წარმოადგენს. ეს გადაწყვეტილება კი არის პირველ რიგში სახელმწიფო პატრიოტიზმის კუთხით მნიშვნელოვანი. ეს გადაწყვეტილება სხვა კუთხითაც მნიშვნელოვანია, როდესაც განვითარებული ეკონომიკის ქვეყნების ბიუჯეტსაც  უჭირს ამ ტიპის ფორს მაჟორული სიტუაციების მართვა, ჩვენნაირი ქვეყნისათვის ეს პრობლემა გაცილებით აქტუალურია.


დღეს წამყვანმა ქართულმა ბანკებმაც  ძალიან კარგი ნაბიჯი გადადგეს, როდესაც სასესხებო ვალდებულებები გადაავადეს. გასულ წლებში ბანკების კრიტიკა და პრეტენზიები არ ყოფილა  უსაფუძვლო და ერთ - ერთი სწორედ სოციალური სოლიდარობის კუთხითაც იყო," - წერს გიორგი ცუცქირიძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ