დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

"მეტროსთან და მიკროავტობუსების გაუქმებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ნეგატივს ვერ მივიღებ, ციფრები სხვა რამეს ამბობს" 19.03.2020 13:12

ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს:

 

"როგორც დაგპირდით, მეტროს დღე-ღამური გადაზიდვის სტატისტიკას მოგახსენებთ.


კორონა ვირუსამდე თბილისის მეტრო დღე-ღამეში ემსახურებოდა 450-500 ათას მგზავრს.

მგზავრების რაოდენობა ფიქსირდება ე.წ. ტურნიკეტებზე.


გუშინ თბილისის მეტროთი ისარგებლა 245 ათასმა მგზავრმა, ანუ დაახლოებით 2-ჯერ ნაკლებმა.


ამიტომ მეტროსთან მიმართებაში გავრცელებულ ნეგატივს მიკროავტობუსების გაუქმებასთან დაკავშირებით ვერ მივიღებ. ციფრები სხვა რამეს ამბობს.


რაც შეეხება ავტობუსებს, დღეს 11 საათზე, მეტრო ვარკეთილთან 71, 50 ავტობუსებში იყო 7-8 ადამიანი. ფონიჭალის ავტობუსის მძღოლი ამბობს, რომ პიკის დროს არის 15-17 ადამიანი.


შესაძლოა სხვადასხვა რეისებზე სხვადასხვა მდგომარეობაა.


ამიტომ თუ გადატვირთულია ავტობუსი, ამ უსახელო, უთარიღო ფოტოების გავრცელებას, კიევის ფოტოს არ იყოს, სჯობს გარედან გადაიღოთ ფოტო, რომელზეც გამოჩნდება ავტობუსის მარშრუტის ნომერი, ქართული წარწერა და ხალხის რაოდენობა ავტობუსში. ამ ინფორმაციების მიხედვით მერია იფიქრებს ცალკეულ მარშრუტებზე დამატებითი ზომების შესახებ.


ისე, 3,4,5 გაჩერებაზე ფეხითაც ღირს გავლა, ჯანმრთელობაცაა, როგორც ვირუსისგან, ასევე ზოგადად, და ვინც შორ მანძილზე გადაადგილდება, პრობლემებს შევუმსუბუქებთ.


კიდევ ერთი, მეტროს ვაგონების და სივრცის, ასევე ავტობუსების დეზიფექცია ხდება ყოველ დღე, სპეციალური ხსნარებით, რომელთა მოქმედების ვადა მინიმუმ 8 საათია," - წერს ამირან სალუქვაძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ