დღე: 24

ღამე: 11

USD 2.671

EUR 2.8387

"მედია-ომის დრამატურგია მარტივი და ბანალურია: ნაცური არხები შხამს ანთხევენ" 24.04.2020 12:19

ბლოგერი დავით ზარდიაშვილი სოიალურ ქსელში წერს:

 

"ტელევიზიების რეიტინგებს მაყურებელთა რაოდენობით ზომავენ და არა ამ ტელევიზიების მიერ  გავრცელებული თუ შექმნილი კონტენტით. 


ცხადია, ესეც "საბაზრო ეკონომიკისა" და მომხმარებლური საზოგადოების სტანდარტია. 


მაყურებელთა დიდი უმრავლესობა კვლავაც უკიდურესად პოლიტიზებულ ტელეარხებს არის მიჯაჭვული და ისე, რომ თავადაც ვერ ამჩნევს, ტოკსიკომანიით უიმედოდ ავადდება. 


ცხადია, პოლიტიკური გემოვნების მიხედვით, მაყურებელიც, ისევე როგორც პოლიტიკური სპექტრი, პოლარიზებულია და ორპოლუსიანი; თუმცა, ჩემდა სამწუხაროდ, მედია დღის წესრიგს ისევ ეს ნაცური ტელევიზიები ქმნიან; მედია-ომის დრამატურგია მარტივი და ბანალურია: ნაცური  არხები შხამს ანთხევენ და მერე, მათ საპირისპიროდ ანტი-ნაცური არხების მიერ ვრცელდება ამ შხამის ერთგვარი ანტიდოტი, რაც მანკიერ წრეს ქმნის და თავაწყვეტილ ტოკსიკომანიას უწყვეტად კვებავს. 


ამ ვითარებაში, ტოკსიკომანიისგან განსაკურნებლად, ამ მანკიერი წრის გასაწყვეტად, არსებობს გონიერი არჩევანი - "საზოგადოებრივი მაუწყებელი". .თუნდაც პაატა ქურდაძის შესანიშნავი "დოსიე", რომელიც თავისთავად არის დემონსტრაცია იგივე ნაცური არხების სრული უბადრუკობისა, თანაც ისე, რომ მათთან უშუალო პოლემიკის წარმოება, ე.ი. სპეციალურად ანტი-დოტის შექმნა და გავრცელება, სულაც არა სჭირდება.


ბოლოს "დოსიემ" დოკუმენტური ფილმი: "ჩინეთი იპყრობს დასავლეთს" უჩვენა. ესეც ერთ ერთი მკაფიო დემონსტრაციაა, რომ:


ყურადღება უნდა მივაპყროთ სინამდვილეს, იმ გამაოგნებლად დამაფიქრებელ ცვლილებებს, რაც ჩვენს გარშემო სულ უფრო მზარდი ტემპით ხდება. თუკი ამ ტოკსიკომანიით საბოლოოდ არ დავდებილდებით, ამან უნდა  გვაიძულოს ადაპტაციაზე ვიფიქროთ, რათა გადავრჩეთ. 


მართლაც, როცა ჩინეთი იპყრობს ან ვერ იპყრობს, თუმცა უდავოდ ისევ სწადია, დასავლეთს, რაღა დროს გვარამიას "ჩაჯვობა" ანდა "იმედის" "ანტი-ჩაჯვობაა"?!"- წერს ის.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ