დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6728

EUR 2.8532

"თუ დავიჯერეთ რაც ვანომ ილაპარაკა, მაშინ მაგარი მინისტრი კი არა ბრიყვი ყოფილა" 27.04.2020 15:46

ირაკლი მელაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

"მგონი ჯობდა ინტერვიუ არ მიეცა. ქვეყნის შინაგან და უშიშროების საქმეთა მაშინდელმა მინისტრმა ბრძანა: - პირადი ცხოვრების კადრებს რომ ვიწერდით, არ ვიცოდიო, ციხეში რა ხდებოდა, ციხეში ხალხს რომ აწამებდნენ არ ვიცოდიო, იქ წამების კადრებს რომ იღებდნენ არ ვიცოდითო, წამების კადრები რომ დაგვიდგეს, ცოცხები რომ შეიტანეს და სცენები გადაიღეს არ ვიცოდიო, ეს კადრები დახურული ზონიდან გარეთ როგორ გამოიტანეს არ ვიცოდიო, როგორ გაიტანეს საზღვარგარეთ ციხის კადრები არ ვიცოდიო, კასრებში რომ მისი თანამშრომლების მიერ ხალხის გაუპატიურების კადრები აღმოაჩინეს ეგეც არ ვიცოდი რომ ხდებოდაო, (მეგის ქარდავასაც კი ფაქტობრივად შორიდან ვიცნობდიო) 26 მაისს ხელფეხშეკრული ხალხზე სასტიკი მოპყრობა დავალება კი არ ყოფილა სპეცნაზელების თვითნებობა იყოო, ჩემი ბრალი მარტო ისაა რომ კარგად ვერ გავწვრთენითო (სამი გვამის რატომ შემოაგდეს მაღაზიის თავზე ან ფოტოგრაფების საქმე რატომ ქნა ეგ არ უკითხვას გვარამიას) ივანიშვილი რუსული პროექტი იყო და რუსები ფაქტობრივად გადატრიალებას გვიწყობდნენ ვიცოდით მაგრამ რა უნდა გვექნაო. მოკლედ თუ დავიჯერეთ რაც ილაპარაკა ვანომ, მაშინ მაგარი მინისტრი კი არა ბრიყვი ყოფილა (ყველაზე რბილი გამოთქმაა) რომელმაც ისიც არ იცოდა რას ჩადიოდნენ მის უწყებაში და მით უმეტეს ქვეყანაში სიტუაციას ვერ აკონტროლებდა, თუ არ დაიჯერებ, მაშინ გამოდის უკიდურესი ცინიკოსი და მატყუარა ადამიანია. როგორი დასკვნაც გინდათ, ისეთი გააკეთეთ,"- წერს ის.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ