დღე: 27

ღამე: 13

USD 2.6753

EUR 2.8473

"ტექნოლოგიების უკუგდება, მათი მიუღებლობა და "მათი შემოტევისგან" სტრატეგიულად თავის დაცვა - სისულელეა" 04.05.2020 11:52

ბლოგერი დავით ზარდიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:


"დღეს  გაბატონებული ხდება ტექნო-იდენტიფიცირება: ისტორია იყოფა და იდენტიფიცირდება ტექნოლოგიურ ეპოქებად: ისტორიამდელი, ე.ი. ბუნებითი ველურობის, ნეოლოთის (სასოფლო-სამეურნეო ცივილიზაციების), ინდუსტრიალიზმის და ახლა უკვე - წმინდა ტექნოლოგიურ ეპოქებად;  


ცვლის თუ არა ტექნოლოგია და მასასადამე, შესაბამისი ეპოქა იდენტობას? დიახ, რასაკვირველია. აპრიორი ცხადია, რომ როგორც ბავშვი განსხვავდება მოზარდისაგან, მოზარდი მოწიფულისგან და მოწიფული მოხუცისგან, ისევე თვალსაჩინოა ისტორიამდელი, ნეოლითის, ინდუსტრიალიზმისა და ტექნოლოგიური ეპოქის ადამიანის, ბიოლოგიური, სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და ა.შ. არსებითი, პრინციპული განსხვავებულობა; ამასთან, ყველა იმასაც ვაცნობიერებთ, რომ მიუხედავად გრანდიოზული განსხვავებულობისა, ბავშვი, მოწიფული და მოხუცი - მაინც ერთი იდენტობის მქონე პიროვნებაა; მეტიც - პიროვნული ისტორია და მისი სხვადასხვა ეტაპები სწორედაც იდენტობის დამადასტურებელი განუყოფელი ნაწილებია; როგორც პიროვნების, ასევე ერის იდენტობა ისტორიის გარეშე - წარმოუდგენელია და არ არსებობს; 


ბუნებრივია, როგორც ადამიანი, პიროვნება გადის ყოფიერების თანმიმდევრულ, ისტორიულ  ფაზებს, ასევე - ერიც; გარკვეული ანალოგიით, როგორც პიროვნების განვითარებაში უნდა გამოვყოთ ბავშვობის, სიყმაწვილის, მოწიფულობისა და სიბერის პერიოდები, ასევე - ძველი, ტრადიციული ერის, რომლის კლასიკური მაგალითიცაა ქართველობა,  განვითარებაშიც თვალსაჩინოა ისტორიამდელი ბუნებითი ველურობის (ადრეული ბავშვობის), ნეოლითის (ყრმობის), ინდუსტრიალიზმის (სიჭაბუკის)  და რაც ახლა იწყება - ტექნოლოგიურობის (მოწიფულობის) ეპოქები. თითოეულ ამ ეპოქაში ერი, ისევე როგორც პიროვნება, საკუთარი თავის მიმართ იდენტურია, მაგრამ ამ იდენტობას სხვადასხვაგვარად განიცდის, აფასებს და მოქმედებით გამოხატავს. 


საქართველოს ეროვნული გმირი  - მიხაკო წერეთელი ჯერ კიდევ 1910 წელს თავის ნაშრომში - "ერი და კაცობრიობა“ ამტკიცებდა, რომ კაცობრიობა როგორც ერთი მთლიანობის მქონე სუბიექტი, ოდენ აბსტრაქციაა, კონკრეტული შინაარსი არა აქვს და მხოლოდ ნამდვილი, ხორცშესხმული სუბიექტების - სუვერენული ერების სიმრავლედ და სამოქმედო საერთაშორისო ასპარეზად უნდა განვიხილოთ; 


ერი-სახელმწიფო, როგორც ამ პანდემიამაც დაადასტურა, დღესაც - პირველადი და ფუნდამენტური მოცემულობაა, როგორც ისტორიისა და საერთაშორისო სამართალ-სუბიექტი: უფლებები და ვალდებულებებიც უწინარესად ერი-სახელმწიფოს საუფლოა და როგორც ნებისმიერი საერთაშორისო კავშირი, სტრუქტურა, ორგანიზაცია და ა.შ. ასევე - სრულიად კაცობრიობაც, მხოლოდ სუვერენულ ერთა ურთიერთქმედებაა, მათ სუვერენულ ნებათა სუპერ-პოზიციაა და არა თავისთავად არსებული ნებელობითი სუბიექტი; 


შექმნის თუა არა ახალი ტექნოლოგიური ეპოქა აიმე ახალ იდენტობას? არა მგონია, ისტორია ისე განვითარდეს, რომ ამ უახლეს დროში აშშ-ს ანალოგიურად რაიმე მსგავსი ერი-სახელმწიფო ფიზიკურად გაჩნდეს, როგორც ახალი ისტორიის სუვერენული სუბიექტი; ეს ახალი იდენტობა, როგორც წესი - ეროვნულობისა და სახელმწიფოებრიობისგანაც, საერთოდ რაიმე ფიზიკური განზომილებებისგან თავისუფალია. იგი, როგორც „დამატებითი ვირტუალური რეალობა“ დამოუკიდებლად ისე ყალიბდებოდა ჩვენს თვალწინ და მას ვირტუალური მსოფლიო, ერთგვარი "ტექნო-ინტერნაციონალი",  რომელსაც თავისი - ინტერნეტ-მოქალაქეობა აქვს, შეიძლება ვუწოდოთ. მას არა აქვს რაიმე ფიზიკური საზღვრები, მაგრამ აქვს პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური თუ კულტურული იდენტობის, მაშასადამე, პოტენციურად -  როგორც უფლებებისა და ვალდებულებების მქონე სუბიექტის, დამდგენი ეფექტიანი საინფორმაციო-საკომუნიკაციო ინსტრუმენტები; 


ყველაზე თვალსაჩინო მაგალითად - ტექნო-ინტერნაციონალს აქვს  არამატერიალური, სრულად ვირტუალური კრიპტო-ვალუტა, როგორც ეროვნულობისა და სახელმწიფოებრიობისგან აბსოლუტურად დაცლილი, მაგრამ მატერიალური ღირებულებების ლეგიტიმური საზომის მქონე და ამდენად, აბსოლუტურად რეალური ფული; აქვს სოციალური ქსელები, რომელშიც დარეგისტრირება დიდწილად ამ ვირტუალურ ინტერ-მოქალაქეობასაც ნიშნავს; რა მოხდება თუკი ეს ტექნო-ინტერნაციონალი ადამიანებს და ისტორიულ ერებს საკუთარ ახალ იდენტობას შესთავაზებს? როგორ უნდა მოხდეს ისე, რომ ტრადიციული იდენტობა არ გაუქმდეს, ამ დამატებით რეალობასთან რეალური სუბიექტების - პიროვნებებისა და ერების ადაპტირება?!  


რასაკვირველია, სირაქლემის პოზაში ჩადგომა და თავის მოჩნება, თითქოს ამ ტექნო-ინტერნაციონალს არ ვიმჩნევთ და არცა ვცნობთ, მხოლოდ სიბრმავეა. მაშ რა ვქნათ?


უნდა ვცნოთ, მაგრამ გარკვეულ საზღვრებში და ისე, რომ ჩვენს ისტორიულ იდენტობასა და სუვერენულ უფლებებს საფრთხე არ დაემუქროს. 


ტექნოლოგიებს და მის საუფლოს ერი-სახელმწიფოში თავისი "ლეგიტიმური" საზღვრები სჭირდება. ამ საზღვრების დადგენა აუცილებელია, თორემ ის ჩვენს საზღვრებს, რაც იდენტობის დამდგენიცაა,  გააუქმებს. იგულისხმება როგორც ტერიტორიული, ისე ენობრივ-კულტურული და სარწმუნოებრივი იდენტობაც. 


ტექნოლოგიების უკუგდება, მათი მიუღებლობა და "მათი შემოტევისგან"  სტრატეგიულად თავის დაცვა - სისულელეა. მაგრამ მათი ფარგლები გასაცნობიერებელია, რათა ისე, რომ იდენტობა შევინახოთ, მოვახდინოთ ადაპტირება," - წერს ის.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ