დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

"როგორ შეიძლება ყოფილმა სახელისუფლებო და ამჟამად ოპოზიციურმა პარტიამ თქვას, რომ "არახელეწიფება" კრიზისული ან პოსტკრიზისული ვითარების შეფასება?" 08.05.2020 12:23

ექსპეტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს:

 

"როგორ შეიძლება ყოფილმა სახელისუფლებო და ამჟამად ოპოზიციურმა პარტიამ თქვას, რომ "არახელეწიფება" კრიზისული ან პოსტკრიზისული ვითარების შეფასება?

მაშინ ხმა რის გამო უნდა მოგცეთ ხალხმა, თუ შეფასება ან გეგმის შედგენა არახელგეწიფებათ და ეს მთავრობამ უნდა გააკეთოს? 

იცით თუ არა, რომ ოპოზიციამაც მეცნიერულად დასაბუთებული ან მეცნიერებებზე დაფუძნებული კრიტიკა უნდა დადოს ხოლმე?


ერთი მხრივ ისაუბრა, რომ მართლა კარგი მდგომარეობაა, მეორე მხრივ ეს კარგი მდგომარეობა მხოლოდ და მხოლოდ სამედიცინო პერსონალის დამსახურებად მიიჩნია.

სჯობს საერთოდ არ ილაპარაკო, რადგან თავისით არ ხდება კარანტინების, საავადმყოფოების, უზრუნველყოფის საკითხების მართვა. თავისით არ მომხდარა საწოლების დარეზერვება, მედპერსონალის გადამზადება, თითქმის 10 ათასი ჩვენი მოქალაქის ჩამოყვანა და მათი კარანტინების და თვითიზოლაციების მართვა, ცალკეული რაიონების დახურვა და იქ პროცესების მართვა, იგივე კერძო საავადმყოფოებში დაინფიცირებულთა, ასევე კარანტინებში მყოფთა 100%-თ დაფინანსირება და სხვა.


მთავრობა რომ გვერდზე გამდგარიყო მივიღებდით შვედეთზე უარესს, სადაც უკვე 3040 გარდაცვლილია 10 მლნ მოსახლეზე.

სამედიცინო პერსონალისთვის სხვაზე ნაკლები მადლობა არ დამიწერია, მაგრამ როცა ადმინისტრაციულ ზომებს უარყოფთ, ამას რა ჰქვია ხალხი შეაფასებს.

მოკლედ, კრიტიკაც არახელგეწიფებათ. მთელი ეპიდემიის პერიოდში რასაც აკეთებდა ოპოზიცია და ოპომედია, ისტორია ინახავს.

ახალი ძალებია საჭირო, ვისაც კრიტიკა და "მეცნიერულად დასაბუთებული შეფასებების" დაწერა "ხელეწიფება". 


P.S. თუ მოისმინეთ, ქობულეთში კარანტინი იხსნება და, როგორც ადგილობრივმა ჩინოვნიკმა განაცხადა, მთელ აჭარაში (ალბათ სხვა რეგიონებშიც, გავიგებთ მინისტრის მოხსენებისგან, ამ დღეებში) სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს სახელმწიფო დააფინანსებს,"- წერს ის.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ