დღე: 27

ღამე: 13

USD 2.6753

EUR 2.8473

"საოცარი ქვეყანაა საქართველო, აქ მართლაც ყველაფერი მოსულა"- სოსო მანჯავიძე 19.05.2020 13:59

სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში წერს:

 

"საოცარი ქვეყანაა საქართველო, აქ მართლაც ყველაფერი მოსულა.

უგულავა ოქრუაშვილზე რომ ამბობდა, მოსკოვში ფსბ-ს დაჩებზე ცხოვრობსო, ალბათ გახსოვთ.

მართლაც ცხოვრობდა, ხოლო მანამდე იგივე რუსეთში ფეკალიები რომ გააგზავნო-გაიყიდებაო, იძახდა და რუსეთის მოსახლეობას საქართველოს წინააღმდეგ განაწყობდა რუსებისვე დავალებით.

შემდეგ ვითომ  ზილებით აპირებდა ცხინვალის გავლით საქართველოში შემოჭრას, ცხადია არსად არ შემოიჭრა, მაგრამ ბევრი "თანამოაზრე" დააჭერინა.

იმ ცხინვალისა,სადაც ახალი წლის შეხვედრას აპირებდა ვითომ და ყველაფერი გააკეთა იქ სიტუაციის დასაძაბად.

გიგი უგულავა იმავე ცხინვალის ოპერაციის ლოჯისტიკას სარდლობდა, ასევე გემახსოვრებათ მისი "ღვაწლი" და მაშინდელი საფირმო ღრიალი სიტყვით გამოსვლისას.

დღეს ეს ორი "მოღვაწე" ქართული და მსოფლიო  პოლიტიკის უნიკუმმა შეარიგა , ერთადერთმა კაცმა ისტორიაში, რომელმაც არჩევნები მოიგო და ძალაუფლება "მოწინააღმდეგეს" მისცა

ცხადია,უანგაროდ. ის ხომ მშრომელებზე ზრუნავს

მერეც ისე გმირულად ეწინააღმდეგებოდა მას, რომ გამდიდრდა.

საოცარი კიდევ ისაა,რომ ამ და უამრავი სხვა ფაქტის მიუხედავად,მას კიდევ ჰყავს მომხრეები.

რას უზამ, ფაქტებიდან დასკვნების  გამოტანის უუნარობა ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს ახასიათებს..

რომელი ერთი ჩამოვთვალო, ვის არ ახსოვს მათი და  მათი გვერდის დამამშვენებელთა საქმენი საგმირონია.

ახლა ესენი  რევოლუციით იმუქრებიან..

თანაც ღიად იძახიან,რომ ხალხი სულ არ აინტერესებთ, რადგან რეჟიმის ცვლაზე მწვანე აქვთ ანთებული.

ეტყობა, ვერ ხვდებიან , თუ რა ნაზი გრძნობები აქვს მათ მიმართ მოსახლეობას.

უნდა გავაგებინოთ.

ეს ასევე უნდა გავაგებინოთ იმათ ,ვინც მათ "მწვანეს უნთებს".

და იმათაც,  ვინც საქმე აქამდე მიიყვანა და  ამ პოლიტიკური გვამებისგან მონსტრი შექმნა დოქტორი ფრანკენშტეინივით.

რამდენჯერ მითქვამს, დიდი ტყუილი ყოველთვის დიდ უბედურებას იწვევს ბოლოს.

"ხნარცვი თხარა  და აღმოკუეთა იგი და შთავარდა იგი მთხრებლსა მას, რომელიცა ჰქმნა"- როგორც  ნათქვამია," - წერს ის.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ