დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

"დღევანდელი ოპოზიციის მრავალპირიანობის ფონზე დიდი შეცდომა იქნება ერთპირიანი ზმნა - "იგულავა" იხმაროს ვინმემ" 21.05.2020 11:57

ბლოგერი დავით ზარდიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

"დღევანდელი ოპოზიციის მრავალპირიანობის ფონზე დიდი შეცდომა იქნება ერთპირიანი ზმნა - "იგულავა" იხმაროს ვინმემ; ეგ "იგულავა" კი არა - სწორედაც რომ უგულავაა: სულ ცოტა, სამ პირიანია: უგულავა მან, მას, ის. შეიძლება, მრავალპირიანიც იყოს: მან, მას, ისინი, ანდაც  - მან, მათ, ის, ასევე  - ისინიც კი,  უგულავა!


მრავალცოლიანობის ვარიანტში, აშკარად, სულ ცოტა, სამ პირიანი მაინც იყო:  იმის "ნაშა" ცოლად დაისვა და მაშასადამე, მან მას, ის უგულავა. 


ახლაც სამ პირიანია თუ მრავალპირიანი?: ის სურათი, "ოპოზიციური სამება", მაინც როგორ უნდა წავიკითხოთ? ფეხზე წამოყენებული ამ სამი გამოსირებული პირიდან რომელმა რომელს რომელი უგულავა? 


შალიკომ გიგის ოქრუაშვილი უგულავა? იქნებ - გიგიმ ოქრუაშვილს შალიკო? ასეც შეიძლება: შალიკომ მიშას ოქრუაშვილი და გიგი უგულავა! მე მგონი ასეა: გიგიმ, შალიკომ და ოქრუაშვილმა მიშას  ერთმანეთი უგულავეს! როგორ უგულავეს და ასე: ადრე ამ სამიდან ყოველი ორი ერთმანეთს დედას აგინებდა. ახლა ამ სამიდან ყოველი ორი ერთმანეთს დედას ეფიცება. 


როცა მან, მას, ის ან მან, მათ, ისინი უგულავა, უდავოა: თითოეულმა სინდისს უღალატა,"- წერს ის.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ