დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

"რატომ იზღუდება მოქალაქის თავისუფალი გადაადგილების უფლება ასე ხანგრძლივად, როცა შეიძლება საკითხი მკაცრი წესების დაცვით მოგვარდეს?" 22.05.2020 16:35

პოლიტიკური მიმომხილველი სიმონ კილაძე სოციალურ ქსელში წერს:


"ესე იგი, როგორც ვატყობ, საქალაქო და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის (ავტობუსები, მეტრო, მიკოროავტობუსები...) ამუშავებაზე ხელისუფლება ჯერ-ჯერობით უარს ამბობს - თქვენს ჯანმრთელობაზე ვზრუნავ, დარჩით სახლებშიო... 


გმადლობთ.


მესმის მთავრობის პოზიცია, მაგრამ მაინც გავიმეორებ ადრე ნათქვამს:

რატომ არ შეიძლება ისე გაკეთდეს, რომ  ვთქვათ, 40 ადგილიან საქალაქთაშორისო ავტობუსში 10-15-20 ადამიანი ჩაჯდეს, მკაცრი კონტროლით - პირბადეებით, ხელთათმანებით, სანიტაიზერით, ტემპერატურული კონტროლით? და რეგულარული დეზინფექცია გაუკეთდეს ტრანსპორტს? შეიძლება მგზავრობის თანხის მომატებაც, რომელიც, ბოლოსდაბოლოს, ტაქსზე ნაკლები ხომ მაინც იქნება...


რატომ იზღუდება მოქალაქის თავისუფალი გადაადგილების უფლება ასე ხანგრძლივად, როცა შეიძლება საკითხი  მკაცრი წესების დაცვით მოგვარდეს?


საზოგადოებრივი ტრანსპორტი უკვე აღარ გვჭირდება, ყველას კერძო ავტომობილი აქვს?


მოდით, რა, "მგლის შიშით ცხვარს ნუ გავწყვიტავთ". 


და ისიც გახსოვდეთ, რომ მადლობიდან საყვედურამდე ერთი ნაბიჯია, ორმეტრიანი დისტანციის გარეშე.


თუ ვცდები, ამიხსენით. არგუმენტირებულად."- წერს ის.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ