დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

"მე დავბრუნდი"- გიორგი კეკელიძე 17.07.2020 12:50

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი და მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში საკუთარი ფეისბუქ გვერდის გატეხვას ეხმაურება:

 

"ძვირფასო მეგობრებო!


გუშინწინ, ღამით, აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენს გვერდზე წვდომის უფლება აღარ გვქონდა. მისი მფლობელი გახდა, არც მეტი, არც ნაკლები - ოლგა ჰამერ დურაკოვა - რუსული შრიფტით და ფოტოზე ცინიკური ღიმილით. არ იყო ადვილი ეს საქმე - უპირველეს ყოვლისა, თქვენ გამო არ იყო. მით უფრო, რომ ოლგამ და მერე, მისმა ადგილმონაცვლემ წაშალა თითქმის ყველაფერი და შეცვალა გვერდის სახელი. ჰოდა, ის ყველაფერი - ან თქვენთვის იყო ან თქვენი მონაწილეობით - წიგნები, ბიბლიოთეკები, სოფლები, ქალაქები, ადამიანები. ჩვენ განათლების გავრცელებას ვცდილობდით და მგონი, გამოგვდიოდა. ყველა ის ფოტო და ამბავი, რაც აქ იდო, უამრავ განცდას გულისხმობდა და მერწმუნეთ, აწიც იგულისხმებს. კიდევ უფრო მძლავრად და კიდევ უფრო ბევრი თანამოაზრით. არ მინდა მღელვარე და პათეტიკური გზავნილი გამომივიდეს. არ მინდა, იმიტომ, რომ გვერდის გატეხვა არ უნდა იყოს მნიშვნელობანი ამბავი, როცა თანამოქალაქეები პანდემიაზე თუ მის ნაკვალევზე დარდობენ, სადაც უდანაშაულო ბიჭის მხეცურად მოკვლის საქმეს ვარკვევთ ჯერაც. ამიტომაც არ მივეცი არცერთი ინტერვიუ - არც ტელე და არც ინტერნეტ-მედიას. თუმცა ფიქრად კი ნამდვილად ღირს. ფიქრად მტრებზე და მადლობად თქვენთვის. ვიცი - არ გაგიხარდათ. და მადლობა ამისთვის. მადლობა იმისთვის, რომ მაგულიანებთ და მეხმარებით.


უცნაური კია - დღეს ჩემი ახალი წიგნი გამოდის. ბოლო წიგნი ,,გურული დღიურების" სერიიდან. და მერე ლიტერატურაში გზა მინდა გავიფართოვო. ეტყობა აქაც ეგ მომიწევს, რომ უფრო მეტი დავეტიოთ - ჩვენი რთული და საყვარელი სამშობლოსთვის.


p.s. სპეციალური მადლობა FACEBOOK- ის ქართველ თანამშრომელს, ნინა ნუცუბიძეს, შსს კიბერ-უსაფრთხოების თანამშრომელს, ლევან დიდებულიძეს და ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელს, ბექა ღაჟონიას 24 საათიანი დაუღალავი შრომისთვის.


მე დავბრუნდი.

თქვენი

#გიორგიკეკელიძე #giorgikekelidze" - წერს ის.

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ