დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

"პანდემიის გამო, ეკონომიკურად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად მთავრობას ორი გზა აქვს" 18.07.2020 13:55

ექსპერტი ზაალ ანჯაფაიძე სოციალურ ქსელში წერს:

 

"კვირის მიმოხილვის ნაცვლად:


როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობა ადგილობრივ და საერთაშორისო ანალიტიკოსებთან ერთად, მუშაობს COVID-19 პოსტკრიზისული ეკონომიკური აღდგენის გეგმაზე. რომლის სამუშაო ვარიანტი უახლოეს ხანში უნდა მომზადდეს.


რა სიტუაცია გვაქვს დღეს? ის რაც დადასტურებულად შეიძლება ითქვას, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი, თუ არა უმრავლესობა, კორონავირუსით გამოწვეული კრიზისიდან გამოვიდა იმაზე უფრო ღარიბი ვიდრე აქამდე იყო, რაც სავსებით ახსნადი მოვლენაა იმ პროცესების ფონზე რაც პანდემიამ გამოიწვია, მათ შორის ეკონომიკაში.


ჩემი აზრით, პოსტკრიზისულ პერიოდში პანდემიის გამო ეკონომიკურად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად მთავრობას აქვს ორი გზა:

1/ მოსახლეობისთვის ფულის ფართოდ დარიგება

2/ დახმარება მიზნობრივ ჯგუფებს, რომელთა დადგენა და შერჩევა საკმაოდ შრომატევადი და დროში გაწელილი პროცესია.


ზოგადად, კრიზისულ პერიოდებში, საჭიროა დახმარების სწრაფი და მარტივი მეთოდები, განსაკუთრებით პირველი თვეების მანძილზე. ამის შემდეგ კი შესაძლოა უკვე მიზნობრივ მხარდაჭერის სქემასთან დაბრუნება.


როგორც მახსოვს, საკმაოდ გაჭირდა იმ მოქალაქეების იდენტიფიცირება ვინც დახმარებას საჭიროებდა. ამიტომაც ჩემი აზრით, თუ ჯერ კიდევ შექმნილი არ არის, საჭიროა პოსტკრიზისული ერთიანი საინფორმაციო რეესტრის შექმნა ის საშუალებას მოგვცემდა რეალური დროის რეჟიმში დავინახოთ ადამიანის კეთილდღეობის დონე და სწრაფი რეაგირება მოვახდინოთ დასახმარებლად"- წერს ის.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ