დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

"პოლიტიკური კონკურენცია გრძელდება, პეკინი და ვაშინგტონი შერიგებას არ აპირებენ" 24.07.2020 12:31

პოლიტიკური მიმომხილველი სიმონ კილაძე სოციალურ ქსელში წერს:

 

"ამერიკამ ჩინეთს ჰიუსტონში საკონსულოს დახურვა მოსთხოვა


მართალია, მსოფლიოში კორონავირუსი ბობოქრობს, მათ შორის - ამერიკაშიც და ჩინეთშიც, მაგრამ ეპიდემია - ეპიდემიად, პოლიტიკური კონკურენცია კი გრძელდება, პეკინი და ვაშინგტონი შერიგებას არ აპირებენ.


რამდენიმე საათის წინ დონალდ ტრამპმა ჩინეთის ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა - ან 72 საათში თქვენი ნებით დახურავთ ჰიუსტონში არსებულ საკონსულოს, ან ზომებს მივიღებ და იძულებულს გაგხდით, დახუროთო.


აშშ-ის პრეზიდენტმა ჰიუსტონში მყოფი ჩინელი დიპლომატები შპიონაჟში დაადანაშაულა - ყველაფერს იპარავენ, დაძვრებიან აქეთ-იქით, ინტელექტუალურ საკუთრებას ითვისებენო.


ჩინეთმა, რასაკვირველია, ბრალდებები უარყო, თუმცა საკონსულოს დასახურად ემზადებიან.

https://ru.reuters.com/article/topNews/idRUKCN24O0NW-ORUTP

--------------

ჰიუსტონში, როგორც ცნობილია, განლაგებულია აშშ-ის აეროკოსმოსური მრეწველობის ობიექტები, აქაა NACA-ს კოსმოსური ცენტრიც (გახსოვთ ცნობილი ფრაზა კინოფილმებიდან - "ჰიუსტონ, პრობლემა გვაქვს...")"- წეს ის.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ