დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

"ყველაზე მიუღებელი ის იყო, რომ ქართველები ასიათასებს ხარჯავენ, რათა ქვეყანას მილიონები ჩამოაჭრან" 28.07.2020 12:04

ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს:

 

"როგორც პრემიერის გვერდზე ვკითხულობთ, გუშინ გიორგი გახარიასა და მაიკ პომპეოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ეს ის პომპეოა, აშშ სახელმწიფო მდივანი, რომელმაც ასიგნებების კანონთან დაკავშირებით საქართველოს შესახებ ანგარიში უნდა მიაწოდოს კონგრესს.


ხომ ხვდებით, რომ ანგარიშიც პოზიტიური იქნება და, საბოლოო ჯამში, არც ის ყბადაღრებული 15% დაფინანსება მოაკლდება საქართველოს.


როგორც გუშინდელ წერილში დავწერე, მთელ ამ აჟიოტაჟში ყველაზე მიუღებელი ის იყო, რომ ქართველები ასიათასებს ხარჯავენ, რათა ქვეყანას მილიონები ჩამოაჭრან.


მოკლედ, პრემიერსა და სახელმწიფო მდივანს შორის, როგორც ჩანს, საკმაოდ ნაყოფიერი საუბარი შედგა და ყველა სფერო მოიცვა, რუსული ოკუპაციის პრობლემებიდან დაწყებული, აშშ-საქართველოს თანამშრომლობით დასრულებული. ახალი ელჩის, კელი დეგნანის საქმიანობაც აღინიშნა.


ახლა მაინტერესებს დღეს რომელი ტელევიზიები გააშუქებენ და რომელ წუთზე.


ოპოზიციის სააგენტოა, "მედია ჩეკერი", ამას წინათ ცხრილი დადო, რომელმა ტელევიზიებმა არ გააშუქეს გაბუნიას ლიკვიდაციის საქმეო. რა თქმა უნდა, იმედი და პოსტვ მოახვედრეს (არადა, საკმარისზე მეტად გააშუქა ყველამ).


ისაუბრეს სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რუსეთის მიერ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობაზე და საქართველოში ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარების მნიშვნელობაზე. პოზიტიურად შეფასდა განხორციელებული საკონსტიტუციო ცბლილებები.


ჰო, პრემიერმა სახელმწიფო მდივანი საქართველოში ვიზიტით მოიწვია. წელს იქაც და აქაც სააეჩევნო წელია. არ მგონია მოიცალოს. ისე, ვიზიტი უდაოვოდ მნიშვნელოვანი იქნება კავკასიაში არსებული დაძაბულობების ფონზე.


სატელეფონო საუბარი კი კიდევ ერთ ბიძგს მისცემს ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ განვითარებას,"- წერს ის.

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ