დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

"ჩვენ ვხდებით ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც მსოფლიოს სამივე მეგა ეკონომიკასთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ექნება" 28.07.2020 13:57

ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს:

 

"ძალზე მნიშვნელოვანი გზავნილები გაჟღერდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიასთან სატელეფონო საუბრის პოლიტიკური კონტექტის სახით. ნიშანდობლივია, რომ ეს სატელეფონო საუბარი, დაკავშირებული იყო, საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის პლენარული სესიის გადადებასთან, რომელიც გიორგი გახარიასა და მაიკლ პომპეოს ხელმძღვანელობით ვაშინგტონში უნდა გამართულიყო. გადადების მიზეზი კი ბუნებრივია, პანდემია გახლავთ.


ნაციონალურმა მოძრაობამ და მისმა იდეურმა ქვედანაყოფებმა, როგორც მათ ჩვევიათ, ამ სატელეფონო საუბრის ყველა მნიშვნელოვანი დეტალი გამოტოვეს და მხოლოდ პომპეოს მიერ საკუთარ, ტვიტერის გვერდზე დადებული ტექსტის ის ნაწილი აიტაცა, სადაც აღნიშნულია, უახლოესი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისათვის.


ქართული ოპოზიციის სტრატეგია არა სახელმწიფოებრივი კუთხით, არამედ, მანიპულაციების ფართე გამოყენებაზე, რომ არის აგებული, მათი შეფასებებიდანაც ჩანს, თითქოს პომპეომ საქართველოს ხელისუფლებას შეახსენა არ გაბედოს არჩევნების გაყალბება. ჯერ ერთი, ტვიტერზე დადებულ ტექსტში არჩევნებთან დაკავშირებული წინადადების შინაარსი რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერის ერთიან კონტექსტშია ნახსენები.


რაც მთავარია, პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი განიხილა, რომელიც ეხება ჩვენი ქვეყნისათვის არის მნიშვნელოვანი, ეხება ეს უსაფრთხოებას, მართმსაჯულების რეფორმას თუ ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივებს. სატელეფონო საუბრისას აღინიშნა, რომ ამერიკულ კომპანიების მზარდი ინტერესი საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებისადმი. მოგეხსენებათ, რომ დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთნახმეაბაზე მუშაობა, რომელიც დიდი ალბათობით, უკვე აშშ-ის საპტრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, შევა ძალაში. ამას ჩვენი ეკონომიკისათვის უდიდესი მნიშვნელობა ექნება, ამერიკული და ევროპული კომპანიების საწარმოო სიმძლავრეების და მაღალი ტექნოლოგიების რელოკაციისათვის.


ამით ჩვენ ვხდებით პრაქტიკულად ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ევროპის და ჩინეთთან ერთად ერთდროულად ექნება თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, ერთდროულად მსოფლიოს სამივე მეგა ეკონომიკასთან, რაც პოსტპანფდემიურ პერიოდში ე.წ დამწევი ზრდის მოდელზე ანუ არსებულ ტექნოლოგიებთან ერთად, მაღალტექნოლოგიურ საწარმოო ციკლზე გადასვლის და ცხოვრების საშუალო ევროპულ დონესთან მიახლოების შესაძლებლობას მოგვცემს.


რა თქმა უნდა, ხელისუფლების მიერ წარმატებით განხორციელებულ საარჩევნო რეფორმებასთან და მიღებულ საკონნსტიტუციო ცვლილებებან ერთად, რომლის მიღების დროსაც მთელი ამ პროცესის აქტიური მონაწილეც იყო აშშ-ის საელჩო, ყურადღება დაეთმო მომავალ საპარლამენტო არჩევნებსაც. ეს არჩევნები რომ თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე იქნება, დღეს ქართული ოპოზიციის გარდა ეჭვი არც არვის არ ეპარება," - წერს ის.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ