დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

გიორგი ცუცქირიძე: ამ შეხვედრამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საპარლამენტო წარმომადგენლობას ალტერნატივა არ აქვს 19.11.2020 10:31

ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს:

 

ქართული ოპოზიციის სრულ ფიასკოზე მიუთითებს, აშშ ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტის ფარგლებში, მათი შეხვედრა სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან და ამ შეხვედრაზე გაჟღერებული გზავნილები.

 

ამ შეხვედრამაც კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საპარლამენტო წარმომადგენლობას ალტერნატივა არა აქვს, ხოლო ბოიკოტის არჩეული ფორმა არა თუ არ ჯდება დასავლური დემოკრატიის ჩარჩოებში, არამედ პრინციპულად მიუღებელია საერთაშორისო თანამეგობრობისათვის.

 

სახდეპი რასაც მოუწოდებს ოპოზიციას, ეს არის აშშ ის ოფიციალური პოზიცია, და არც არავის აუკრძალავს ამ უმწიფარი ოპოკლასტერისათვის, თავის დამკვიდრება რომ მყვირალა განცხადებევით სურს, თუნდაც ხმების ხელახლა გადათვლა მოითხოვოს.


ისიც ცხადია, რომ დასავლეთმა ეს ოპოზიცია მას შემდეგ ჩამოწერა, რაც პირდაპირ რუსულ ნარატივზე დაჯდენ. ე.წ შალიკოს ფანჩატურს თუ გაშიფრავ გრუ-ს და ფსბ -ს აგენტების მთელ ბუკეტს აღმოაჩენ, თემურ ალასანიას სულაც თავი რომ დავანებოთ.

 

ეს ის ხალხი არ არის, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90 იან წლებში გამსახურდიას ხელისუფლების დამხობაში რომ რუსული ტანკებით იღებდენ მონაწილეობას?!

 

ამას მოწმობს საქართველოს წინააღმდეგ რუსული აგრესიიდან მე-12 წლისთავთან დაკავშირებით, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერის, სამხრეთ კავკასიაში ურთიერთობათა დელეგაციის თავმჯდომარე მარინა კალიურანდის და საქართველოზე ევროპარლამენტის მომხსენებელი სვენ მიქსერის ერთობლივი განცხადებაც.

 

განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველომ მტკიცედ დაიმკვიდრა თავი, როგორც სანდო მოკავშირემ და მნიშვნელოვანმა პარტნიორმა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობაში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ