დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

გელა ზედელაშვილი - იმ წლებისა მეშინია, ესენი რომ "ბაირამობდნენ"! 27.11.2020 12:20

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 

"სანამ თახსირი "ნაციონალები" ზეობდნენ, მაგათი არ მეშინოდა, როგორც შემეძლო, ვებრძოდი.


აი, ეხლა კი მართლა ამიტანს ხოლმე შიში.


ვუყურებ ტელევიზორში ამათ ბოდიალს და გაოგნებული ვარ, რანაირად მოხდა, რომ ასეთი გონებადაბნელებული არსებები იყვნენ ხელისუფლებაში?!


არა აზროვნება!
არა ლოგიკა!
არა სინდისი!
არა ნამუსი!
არა მორალი!
არა ზნეობა!
არა კაცობა!
არა ქალობა!


გეგონება პირველყოფილი პირუტყვები არიან, აქამდე სადღაც გამოქვაბულში ეყარნენ და ვიღაცამ გამოყარა გარეთ.
აგერ, ზნედაცემული ბობოხიძე იძახის, დენდროლოგიურ პარკში ხალხს რომ ერეკებოდნენ იძულებით, ამიტომ მოედო მოსახლეობას ვირუსიო, აქციებს რომ ვმართავდით, ეგ არაფერ შუაშიაო.


აუუუ... ერთმა მაინც მითხარით, ძალით რომ შეგაგდეს დენდროლოგიურში, თორემ მართლა ძალიან მეშინია... დიახ, იმ წლებისა მეშინია, ესენი რომ "ბაირამობდნენ"!


წარმოგიდგენიათ, რას გადავურჩით?!" - წერს ზედელაშვილი. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ