19.12.2020 11:30
ბლოგერი დავი ზარდიაშვილი სოციალერ ქსელში წერს:
"მაინც რა დღეში ჩაყარა ეს უბედურები ბიძინამ?! ხვალ ალბათ ბოკერია ცოლითურთ რუსთაველზე ასფალტზე გაწვება, დედამიწას მიაყურადებს და ჟურნალისტის კითხვაზე - "რას აკეთებთო?!"
- "სუ... ჩუმად. მოდის. რევოლუცია მოდის!" -უპასუხებს.
ანდა, ვის გაუკვირდება, ხვალ თუ არა ზეგ, მელიამ ეგ უდღეური მალადნიაკი: "სირცხვილია", "გაბედე" "შმაბედე" თუ "პაბედე", როგორც პარაოზმა, ვაგონებად ჩაიბას და 'ჩუქუ-ჩუქუ. კუ-კუუ!" -ს ძახილით ურტყას კრუგები პარლამენტს.
თავისთავად, "აღსდეგ საქართველოვ" და ფეხების ბაკუნი გლავკანალებში რომ არ მოგვაკლდება, უეჭველია. და იქაც იგივეს იტყვის გამწარებულად ფეხების მობაკუნე - "უყურე შენ. გაპარულან ეს შობელძაღლებიო".
...გამოულოცეთ ვინმემ, ღვთისნიერმა, ამ უბედურებს, თუ უკვე ძალიან გვიანია?!" - წერს ის.