დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6802

EUR 2.8555

გახარიას გადადგომა დიდი ხნის ნაფიქრია და მელია მხოლოდ საბაბია - გიორგი ზესაშვილი 19.02.2021 12:54

გიორგი ზესაშვილი სოციალურ ქსელში გიორგი გახარიას გადადგომას ეხმაურება:

 

"ექსპრეს კომენტარი


გახარიას გადადგომა არ გავს სპონტანურ გადაწყვეტილებას. უფრო დიდი ხნის ნაფიქრია და მელია მხოლოდ საბაბია;


ოცნების სერიოზული გამოცდა იწყება. რა გზას აირჩევს საათებში გამოჩნდება. რაც უფრო დიდი შეტევა იქნება ხელისუფლებაზე, მით უფრო შეიკვრება გუნდი;


მოკლევადიან პერსპექტივაში მათთვის პრობლემას ვერ ვხედავ, დანიშნავენ პრემიერმინისტრს, უფრო "ქორებიდან" და დაპირისპირება აუცილებლად გამწვავდება (იქნებ უკეთესიც იყოს);


ოცნებას თუ უნდა 2024-მდე ხელისუფლებაში დარჩენა, სერიოზული რეფორმები უნდა ჩაატაროს თავის სტრუქტურაში;


ოპოზიციას შანსი გაუჩნდა, "დიდი დანაკლისის" გარეშე შეცვალოს გადაწყვეტილება, შევიდეს პარლამენტში, სადაც ეხლა უკვე მართლა დასუსტებულ ოცნებას დაუპირისპირდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ისეთ დღეში ჩავარდნენ გახარია სანატრელი გაუხდეთ;


პ.ს. ძალიან მწყდება გული გახარიაზე. ასეთ საქციელს პოლიტიკაში ცოტას თუ პატიებენ..." - წერს ის.

 

 

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ