დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

კოლექტიური სააკაშვილები, გვარამიები, ბოკერიები ყოველთვის დამარცხდებიან დემოკრატიულ ქართულ სახელმწიფოსთან - გია აბაშიძე 23.02.2021 12:16

პოლიტოლოგი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება:


"17 თებერვალს ნიკანორ მელიას მიმართ გამოტანილი  გადაწყვეტილება პატიმრობის შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღასრულა - ნიკანორ მელია დაკავებულია უსისხლოდ, უმსხვერპლოდ. მინისტრ გომელაურის თანამშრომლებმა ჩეული პროფესიონალიზმი აჩვენეს.


გაწბილებული [ბ]ალამუტის ციხის' მკვიდრი "ნაცები" გავეშებულნი ეძებენ მსხვერპლს ანდა თავად ანადგურებენ საკუთარი სექტის ქონებას.


დღევანდელმა პროფესიონალურმა სპეცოპერაციამ აჩვენა შემდეგი - დემოკრატიულ ქვეყნებში კანონის წინაშე ყველა თანაბარია, ჩვენი სამართალდამცავნი საკმაოდ დახვეწილად და კანონიერად მოწმედებენ.


2019 წლის ივნისში, პარლამენტში შეჭრის ორგანიზატორი; ასევე საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 2020 წელს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიის შენობაში შეჭრის ორგანიზატორი და პოლიციელებზე მოძალადე ნიკანორ მელია ვერაფრით იქნება "პოლიტიკური დევნის მსხვერპლი". 


დღეს, 23 თებერვალია, "ნაციონალური მოძრაობის" მოკავშირე ოკუპანტი წითელი არმიის დღე. ნეობოლშევიკები, კოლექტიური სააკაშვილები, გვარამიები, ბოკერიები, ნათელაშვილები, მელიები, ბურჯანაძეები, ჩხეიძეები და ოქრუაშვილები ყოველთვის დამარცხდებიან დემოკრატიულ ქართულ სახელმწიფოსთან.


რაც შეეხება ცალკეულ უცხოელ პოლიტიკოსთა კრიტიკულ გამოხმაურებებს. "ნაცების" დეზინფორმაცია ვრცელდება როგორც შინ, ასევე გარეთ. უცხოელ პარტნიორებს კიდევ ერთხელ მკაფიოდ უნდა აეხსნათ, რომ კაპიტოლიუმზე თავდამსხმელი = საქართველოს პარლამენტზე თავმდასხმელს,"- წერს ის.

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ