დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

"ნაციონალურ მოძრაობას" ბუმერანგივით შემოუბრუნდა ის, რასაც 2005-2012 წლებში თესავდა - ვახტანგ მაისაია 23.02.2021 15:48

"ნაციონალურ მოძრაობას" ბუმერანგივით შემოუბრუნდა ის, რასაც ის თესავდა 2005-2012 წლებში, საკუთარი ავტორიტარული რეჟიმის მმართველობისას და საკუთარ თავზე იწვნიეს თუ რას ნიშნავს დარბევები, დაპატიმრებები და რეპრესიები", - ამის შესახებ სამხედრო ექსპერტი, ვახტანგ მაისაია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.


"მადლობა ღმერთს, რომ არ მოხდა იმ მეთდებით დარბევა, რასაც გააკეთებდა ამ შემთხვევაში გავეშევული და შლეგი სააკაშვილის რეჟიმი. აქ არის ორი დილემური საკითხი - კანონის აღსრულება და პოლიტიკური პლურალიზმი. გასაგებია, რომ კანონი უნდა აღსრულდეს და სახელმწიფოს წინ ვერავინ ვერ გადაუდგება და ეს გასაგებია, მაგრამ, თუ დემოკრატიული სახელმწიფოს სტატუსის მატარებლები ვართ და გვინდა დემოკრატიული საზოგადოების წევრი გავხდეთ, ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაპატიმრებასაც აქვს თავისი წესები და უნდა ეყრდნობოდეს მყარ სამართლებრივ საფუძვლებს და პოლიტიკური პარტიის შტურმი არ არის მაინც და მაინც კარგი საქმე და ამის გამო ალბათ მივიღებთ ჩვენი სტრატეგიული მეგობრების საკმაოდ ხისტ და მკაცრ პოზიციების დაფიქსირებას", - წერს მაისაია. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ