დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

საქართველო სახელმწიფოა და არა "საფასილიტატორო", როგორც ეს ნაცებს მიაჩნიათ - დავით ზარდიაშვილი 23.02.2021 16:14

დასავლელი პარტნიორობის ეს უსიამოვნო განცხადებები, ცხადია, არ უნდა იქნას აღქმული როგორც "ყურის აწევა", "კუთხეში დაყენება" მით უმეტეს, "ჭკუის სწავლება" ანდა სამართალზე "ზეწოლა", - ამის შესახებ ბლოგერი დავით ზარდიაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს. 


'საქართველო სახელმწიფოა და არა "საფასილიტატორო", როგორც ეს ნაცებს და საუბედუროდ, მათ ზოგიერთ უცხოელ "მეგობარს" მიაჩნია.


სახელმწიფო ნება, რაც კონსტიტუციასა და სამართალს ეყრდნობა, არ და ვერ ჩანაცვლდება უცხოელების ფასილიტაციით წარმართული რაიმე პოლიტკური მოლაპარაკებებით, ანდა იქ მიღწეული ისეთი იმთავითვე დაუშვებელი შეთანხმებებით, რაც იმავე კონსტიტუციასა და სამართალს ეწინააღმდეგება.


რასაკვირველია, განსაკუთრებით კი - მართლმსაჯულების განხორციელებისას, მართალი სამართლის უზენაესი ნება ურყევად უნდა იქნეს გამოხატული და სახელმწიფოს მიერ უყოყმანოდ აღსრულებული. აქ რაიმე პოლიტიკური მოლაპარაკება და უცხოელების "ფასილიტაცია" უბრალოდ ღრმად არასერიოზულია. და თუ ეს ოდესმე დაუშვით, სწორედაც რომ სახელმწიფო "ჩამოსაფასილიტატორდება".


საფასილიტატოროს, ცხადია, არც არავინ სცემს პატივს. ხოლო სახელმწიფოს პატივისცემა ნებისმიერი უცხოელისა თუ შინაურისთვის სავალდებულოა. ვისაც არ სურს ეს, ვინც არ უნდა იყოს იგი, არც პატივისცემას ჩვენგან და არც მოსმენას, მით უმეტეს - შესმენას, რაღა თქმა უნდა, არ იმსახურებს.


რასაკვირველია, ნამდვილად დასანანია, რომ მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე კრიმინალი და ნაძირალაა. ბუნებრივია, ჩვენზე მეტად უცხოელები ვერც შეწუხდებიან და ვერც აღშფოთდებიან ამის გამო. ასე რომ, მათი აღშფოთება არც რაიმე განსაკუთრებულს და "ექსკლუზიურს" სულაც არ წარმოადგენს. უდავოდ ყურადსაღებია, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში ვერავითარ სამართლებრივ შედეგს ვერ განაპირობებს", - წერს ზარდიაშვილი. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ