დღე: 27

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

ისევ პიკეტირება, ქუჩის აქციები, არეულობა და დესტრუქცია! - აი, ეს არის ოპოზიციის ნამდვილი სახე! - ლევან ნიკოლეიშვილი 02.03.2021 11:56

ეს არის ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი? ეს არის ოპოზიცია?, - ამის შესახებ, ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.

 

"ადამიანები, რომლებმაც შესძრეს ამერიკა და ევროპა საჩივრებით არიქა და ხელისუფლება გვებრძვის და გვდევნის პოლიტიკურ ოპონენტებსო, არიქა, გვიშველეთ ქართველ ხალხს ჩვენი დიდი ხანია არ სჯერა და აქციებზე არ მოდიანო, ახლა თქვენი იმედი გვაქვს, გვიშველეთ თორემ ოპოზიცია გადაშენების პირას არისო...

 

გუშინ სასწრაფოდ მიცუნცულდენ პრეზიდენტის რეზიდენციაში, მერე ირაკლი ღარიბაშვილი სულ მთავრობის მეთაური ეძახეს, მერე შარლ მიშელის შეხვედრიდან გამოსულები დიალოგზე, კონსტრუქციულობაზე, მოლაპარაკებაზე და ქვეყნის გადარჩენაზე ლაპარაკობდნენ... ვინმემ შეიძლება კიდევ დაიჯერა მათი, მაგრამ არა! ისევ პიკეტირება, ისევ ქუჩის აქციები, ისევ არეულობა და დესტრუქცია! აი, ეს არის ოპოზიციის ნამდვილი სახე! არა, მართლა მინდა ამერიკელებს ცალკე და ევროპელებს ცალკე ვკითხო ამათან დიალოგი და რამეზე საუბარი კიდევ შეიძლება? თუმცა, ერთი ეჭვი ნამდვილად არსებობს: ეტყობა ბელადმა სააკაშვილმა შეუტია, რა დიალოგი და რა მოლაპარაკება, თან ევროკავშირის ეგიდით, თქვენ რა გინდათ რუსეთი მართლა გააგიჟოთ და გააბრაზოთო? და თუ ეს ასე არა, მაშინ გუშინ შარლ მიშელს მოლაპარაკების მზაობაზე რა პირით ელაპარაკებოდით და დღეს რა ნამუსით აწყობთ პიკეტირებას? თუმცა რა ნამუსი, რა სინდისი...."- წერს ნიკოლეიშვილი. 

 


ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ