დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

ღარიბი ქვეყნები საერთაშორისო დახმარების იმედად დარჩნენ, მათ შორის საქართველოც - სიმონ კილაძე 03.03.2021 17:35

პოლიტიკური მიმომხილველი სიმონ კილაძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"პოლიტიკა და ანტიკორონული ვაქცინა


მდიდარმა (შეძლებულმა) ქვეყნებმა დასავლური წარმოების ვაქცინა იყიდეს, თანაც იმაზე მეტი, რაც სჭირდებოდათ.

 
შეიძლება ვინმე საყვედური თქვას, ხარბები არიან და სხვებზე არ ფიქრობენო, მაგრამ ფაქტია, რომ ისინი საკუთარ მოსახლეობაზე ზრუნავენ და თავიანთ მოქალაქეებს რამდენიმე ვაქცინაციით უზრუნველყოფენ.
ღარიბი ქვეყნები საერთაშორისო დახმარების იმედად დარჩნენ (ჯანმო-სა და ცალკეული კომპანიების პროგრამების ჩარჩოებში).მათ შორის საქართველოც.


არიან ქვეყნები (ევროკავშირში და მის ფარგლებს გარეთაც), რომლებიც წარმატებით სარგებლობენ "მეტად ეფექტური" რუსული და ჩინური ვაქცინით. მაგრამ ჩვენ რუსულზე უარი ვთქვით (ოკუპანტის ვაქცინა არ გვინდა... "უწინ მტკვარი დაიწყებს აღმა დინებას... ვიდრე ჩვენ რუსულ აცრას ჩავიტარებთ!"). რაც შეეხება ჩინურს, ახლა ვნანობთ, რატომ არ ვიყიდეთო,"
- წერს ის.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ