დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

გიორგი ფხაკაძის ახალი ინიციტივა - „უსაფრთხო მოგზაურობა საქართველოში“ 04.05.2021 12:24

საქართველოში ვესაუბრე რამდენიმე ორგანიზაციას და ჩემი დახმარება შევთავაზე, თუ როგორ გავაკეთოთ აკრედიტაცია უსაფრთხო ბიზნესის შესაქმნელად - ამის შესახებ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს. 

 

ჯანდაცვის ექსპერტი ახალი ინიციატივით გამოდის, რომელსაც "ჯორჯიან თაიმსი" უცვლელად გთავაზობთ:

 

"ახალი ინიციატივა - „უსაფრთხო მოგზაურობა საქართველოში“.


რაც შეეხება კარგ ამბებს - ერთი კარგი ამბავი არის ის, რომ „საქართველოს აკრედიტაციის ინიციატივა“ კარგად მიდის, ერთმა სტომატოლოგიურმა კლინიკამ - „ჰებე“, უკვე მიიღო აკრედიტაცია ფრანგული ორგანიზაციის მიერ - „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“, რიგშია კიდევ 11 სამედიცინო დაწესებულება. პროცესი დაჩქარდება და ყოველ 2 კვირაში თითო ორგანიზაცია  აკრედიტაციას მიიღებს. 


მეორე კარგი ამბავი, რაც ეხება ტურისტულ სექტორს - საქართველოში ვესაუბრე რამდენიმე ორგანიზაციას და ჩემი დახმარება შევთავაზე, თუ როგორ გავაკეთოთ აკრედიტაცია უსაფრთხო ბიზნესის შესაქმნელად. მაგალითად, ტუროპერატორმა უცხოელ ტურისტს როგორ შეიძლება შესთავაზოს საკუთარი უსაფრთხო მომსახურების პაკეტი. პაკეტში შედის: 1.კოვიდ უსაფრთხო ტრანსპორტირება, 2.კოვიდ უსაფრთხო გიდი, 3.კოვიდ უსაფრთხო ტურები, 4.კოვიდუსაფრთხო რესტორანი, 5.კოვიდუსაფრთხო აკომოდაცია ანუ სასტუმრო. მივმართავ დაინტერესებულ პირებს, დამიკავშირდნენ, დავეხმარები.


ტურისტულ ბიზნესში ჩართულ რამდენიმე ასოციაციასთან მქონდა საუბარი. ძალიან მინდა, ეს მომსახურება იყოს უფასო, თუ ეს ასოციაციები დამთანხმდებიან.


კიდევ ერთხელ გავიმეორებ - დღეიდან ვაცხადებ ახალ პროგრამას - „უსაფრთხო მოგზაურობა საქართველოში“. ჩემი ლოზუნგია - „ვიმოგზაუროთ საქართველოში უსაფრთხოდ“. ეს არის როგორც ქართველი, ისე უცხოელი მომხმარებლებისათვის. მე დავეხმარები ტურიზმის სფეროში ჩართულ ყველა ორგანიზაციას, რომ გავაკეთოთ ტუროპერატორების კოვიდუსაფრთხო სერვისები და გადავარჩინოთ ეს ბიზნესი. ეს შესაძლებელია. უკვე ვთხოვე ჩემს უცხოელ მეგობრებს, ისინი უანგაროდ დაგვეხმარებიან.

 
ვიმოგზაუროთ საქართველოში უსაფრთხოდ“ - ეს არის ჩემი მეორე ახალი ინიციატივა, ხელახლა როგორ ჩავრთოთ და ავამუშაოთ ტურიზმის მკვდარი ბიზნესი. ჩვენს გარდა ჩვენს გასაკეთებელს არავინ გააკეთებს. გასაკეთებელი უნდა გაკეთდეს. ამისთვის სათანამშრომლოდ დამჭირდება ქართული ორგანიზაცია, რომელმაც ადგილზე უნდა ჩაატაროს ტრენინგები და ა.შ. ჩემი მხრიდან დახმარება იქნება აბსოლუტურად უფასოდ!


ეს გამოვა. „საქართველოს აკრედიტაციის ინიციატივა“ რომ დავიწყე, არავის სჯეროდა, რომ გამოვიდოდა, მაგრამ უკვე 30-ზე მეტმა ორგანიზაციამ გააკეთა განაცხადი. მე დარწმუნებული ვარ, ტურიზმის სფეროში 30-ზე მეტი ორგანიზაცია გამოთქვამს აკრედიტაციის გავლის სურვილს. 


გაუზიარეთ ეს ინფორმაცია მეგობრებს, ვინც არიან ტურიზმის სფეროში ჩართულები. ეს ჩემი დამატებითი თავის ტკივილია, მაგრამ რას ვიზამთ, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა წავიდეთ წინ!


ჯანმრთელობას და ბედნიერებას გისურვებთ! ჩვენ წავალთ წინ! თუ მოვინდომებთ, ყველაფერი კარგად იქნება!" - წერს გიორგი ფხაკაძე

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ