დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

"დღეს აღარ არის ბავშვთა დღე და დამთავრდა მათზე გოდებაც... ყალბია ეს ყველაფერი" 02.06.2021 12:17

გუშინ ბავშვთა დღე იყო და დაიღვარა მთელი სოც ქსელი ცალკე მილოცვებში და ცალკე გოდებაში იმის შესახებ რა ცუდ დღეში არიან ბავშვები საქართველოში, რამდენს შია, რამდენს სწყურია, რამდენი უსახლკაროა და რამდენი ოცნებობს სათამაშოზე, - ამის შესახებ „გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

"შემზარავი სტატისტიკების მოძიება და გამოფენაც მაგარი დავამუღამეთ, მეტი სიმძაფრისთვის და იმის სადემონსტრაციოდ როგორ შეგვტკივა არსებულ სურათზე გული.

 

დღეს აღარ არის ბავშვთა დღე და დამთავრდა მათზე გოდებაც.

 

99,(9)%-ში ყალბია ეს ყველაფერი.

 

ბავშვების პრობლემების აბსოლუტური უმრავლესობა დაიყვანება ერთ მთავარ პრობლემამდე - სიღარიბემდე.

 

მანამ სანამ ღატაკები ვართ, ბავშვებიც და ზრდასრულებიც ასეთ დღეში ვიქნებით.

 

და მანამ სანამ გულწრფელად არ შევწუხდებით, ისე რომ გავმწარდეთ, ხოლო მერე მართლა არ დავფიქრდებით და გავიაზრებთ რა არის ჩვენი სიღარიბის რეალური მიზეზები.

 

მანამ სანამ "ქართველობას გვართმევენ", "ქართული მიწა არ იყიდება", "როგორ არ გამოჩნდა ერთი წესიერი ადამიანი რომ კარგად მოგვიაროს ", "დასავლური კაპიტალი გვებრძვის და ჩვენი კოლონიალური დამონება უნდ"’ და მსგავს ბოდვებში ვიცხოვრებთ, მანამდე არაფერი გვეშველება და მანამდე ყალბი იქნება ეს წუხილები,"- წერს ზურაბ ჯაფარიძე.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ