დღე: 24

ღამე: 11

USD 2.6699

EUR 2.845

"როგორ შეიძლებოდა “ახლობლობის” გარეშე გახარიას ბიზნესომბუდსმენად დანიშვნა" 10.06.2021 11:36

სპეციალურად ურწმუნო თომებისთვის, ვისაც ვერ წარმოუდგენია, როგორ შეიძლებოდა “ახლობლობის” გარეშე გახარიას ბიზნესომბუდსმენად დანიშვნა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი წერს.

 

"ეს გადაწყვეტილება მივიღეთ ორი მთავარი ფაქტორის გამო:

1. მას კარგად ესმოდა ბიზნესი.

2. ის არ უნდა ყოფილიყო რომელიმე ბიზნეს დაჯგუფების წარმომადგენელი, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მის ნეიტრალიტეტს და ობიექტურობას.

ამ კრიტერიუმის დაკმაყოფილება საქართველოში ძალზედ რთულია, რადგან ყველა ვიღაცასთან არის კავშირში, ან ვიღაცის კაცია, რაც ძალიან ართულებს ნდობას შესაძლო დავებში.

გახარიას ასეთი კავშირები არ ჰქონდა. თქვენ წარმოიდგინეთ, მე ვიყავი მისი პირველი კონტაქტი და სულ ორი დღის გაცნობილი მყავდა,"- წერს გია ხუხაშვილი.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ