დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

საოცრებები ხდება - პარლამენტში შესული ორი დეპუტატი ჩივის, - რატომ არ შემიწყვიტეს უფლებამოსილება 11.06.2021 11:51

ძლივს ჩავწვდი. ამნისტიის კანონზე თავს იგიჟებენ, არ ვკითხოთ ბრალდებულებს, ისე მივახდინოთ მათი ამნისტირებაო, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.


"ახლა მივხვდი რატომ ნერვიულობენ. მელია თუ სურვილს არ გამოთქვამს, რომ არ შეეხოს ამნისტია, მაშინ ავტომატურად შეეხება, რაც ბრალის აღიარება იქნება. თუ არ აღიარებს, უნდა განაცხადოს, რომ არ აქვს ამნისტიის სურვილი. დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი პოლიციელი, რომელმაც გადააჭარბა უფლებამოსილებას, აღიარებს დანაშაულს. შესაბამისად ამნიატიაც შეეხება. ლოგიკა არაა ნაცმოს მოთხოვნაში, რომ ნებისმიერ ბრალდებულს აუკრძალო ამნისტიაზე უარის თქმის უფლება.


საოცრებები ხდება. პარლამენტში შესული ორი დეპუტატი ჩივის, რატომ არ შემიწყვიტეს უფლებამოსილებაო.


გავრილოვის თემაზე სპეკულირებებს ალბათ დიდხანს არ შეეშვებიან. ამ დროს ამნისტიაზე კანონს მიიღებენ. სანიკიძე ამტკიცებს, რომ სიმბოლურად "ზვიადის სკამი" ის კი არ იყო, რომელშიც ბერძენი პარლამენტარი იჯდა, არამედ ის, რომელიც გავრილოვს მიუჩოჩეს და ჩააბრძანეს. თუმცა რა მნიდვნელობა აქვს?! ორი წელია ვამბობ, რატომ არ შეგაწუხათ იმ ფაქტმა, როცა გავრილოვმა დასაჯდომი ადგილი ხალხის მიერ არჩეული რომელიღაცა დეპუტატის ნაჯდომ სავარძელში ჩადო? არ აქვთ პასუხი. მავნებლებს და საბოტაჟნიკებს რა პასუხი უნდა ჰქონდეთ? თუ სიმბოლოებზე ლაპარაკობთ ნაკითხო ბნელებო, ჯერ სიმბოლოა დეპუტატის სავარძელი. მას ირჩევს ხალხი. სპიკერს დეპუტატები ირჩევენ. არჩეულთა არჩეულის სკამი გაწუხებთ და ხალხის არჩეულის არა? ესაა თქვენი ლოგიკა? იქ რომ არ ამძვრალიყო, მაშინდელ რუსთავი2-ს და სხვა "საბოტაჟნიკ" ტელევიზიებს ხალხი რომ არ მოეტყუებია, თითქოს "ოკუპაცია გაფორმდა" და საქართველოს პარლამენტის კი არა, არამედ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა წაიყვანა გავრილოვმა რუსულად, ხალხი არ მოგივიდოდათ.


მიკვირს ქართული ოცნების რატომ არ ატრიალებთ იმ ცრუ კადრებს, როგორ ააგდეს ემოციებზე მოსახლეობა?! ახლა ესენი გაგვიხდნენ სიმბოლოების დამცველები. მონახეთ მაშინდელი საინფორმაციო გამოშვებები, "ისერჩება" გუგლში", - წერს სალუქვაძე. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ