დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

„იმაზე სპეკულირება, რომ ხელისუფლება საახალწლოდ ხალხს უძვირებს ცხოვრებას, უბრალოდ, არასერიოზულია - ინფლაციის შემცირებასთან ერთად, სებ-ი დაიწყებს საპროცენტო განაკვეთის შემცირებასაც“ 11.12.2019 21:52

ეროვნული ბანკის მხრიდან მონეტარული განაკვეთის ზრდა მოსალოდნელი იყო, რადგან მიუხედავად სექტემბრის დასაწყისიდან მოყოლებული საპროცენტო განაკვეთის ორჯერ გაზრდისა, 7 % დან 8.5 % -მდე, ინფლაციის დონე ქვეყანაში კვლავ მაღალი რჩებოდა და ნოემბერში 7 % შეადგინა, რაც მიზნობრივ მაჩვენებელს, 3 % არის დადგენილი, 2-ჯერ აღემატება. გაზრდილი ინფლაციური მოლოდინის შედეგად გაზრდილია როგორც სამომხმარებლო ფასების ინდექსი, ასევე სამრეწველო ფასების ინდექსიც წლის დასაწყისიდან მთელი 12 %-ით. ბუნებრივია, რომ მონეტარული განაკვეთის გაძვირება აისახება იმ მსესხებლებზე, რომლებსაც სესხები აღებული აქვთ ლარში ცვალებადი განაკვეთით, რომელიც მიბმულია მონეტარულ განაკვეთზე. მაგრამ ახლა იმაზე სპეკულირება, რომ ხელისუფლება საახალწლოდ ხალხს უძვირებს ცხოვრებას გაზრდილი საპროცენტო ხარჯის გამო, უბრალოდ არის არასერიოზული. უკვე მომავალი წლის პირველი ნახევრიდან ინფლაციის დონის შემცირებასთან ერთად, რასაც სავალუტო ფონდის პროგნოზიც ადასტურებს, სებ-ი დაიწყებს საპროცენტო განაკვეთის შემცირებასაც.

 

მონეტარული განაკვეთის აწევას თუ წმინდა ეკონომიკურ ჭრილში შევხედავთ, ის ლარის კურსზე მხოლოდ დადებითად აისახება და ხელს შეუწყობს ლარის გამყარების დაწყებულ ტენდენციას, რაც პოზიტიურია და მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებაც, სწორედ ინფლაციაზე სავალუტო კურსის ზეგავლენის განეიტრალებას ემსახურება. სხვა საკითხია, თუ როგორ იმოქმედებს ეკონომიკურ ზრდაზე. სესხებზე გაზრდილი ხარჯები ამცირებს რა მოხმარებას, რომელიც ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი წამყვანი მდგენელია, ბუნებრივია, ეკონომიკური ზრდაზეც მოახდენს ზეგავლენას შენელების მიმართულებით, მაგრამ ეს დანაკლისი შეიძლება დაკომპენსირდეს როგორც ინვესტიციების ზრდით, ასევე წმინდა ექსპორტის ზრდის შედეგად. მთავრობის მთავარი ამოცანაც დღეს ეს არის. აქედან გამომდინარე, დაწყებული პრივატიზაციის პროცესი, რაც 100 სახელმწიფო ობიექტის გამოტანას ემსახურება, ერთის მხრივ, და ბიზნესთან დიალოგის და კომუნიკაციის რეჟიმზე გადასვლა სწორედ ამ ამოცანას ემსახურება. რაც შეეხება ფისკალური ნაწილის გავლენას ეკონომიკურ ზრდაზე, ფინანსთა მინისტრის ორი დღის წინანდელი პრეზენტაცია აჩვენებს, რომ ქვეყნის ფისკალური პოლიტიკა არის მდგრადი, ხოლო ეკონომიკურ ზრდაზე და ბიზნეს აქტივობაზე დადებითად აისახება, საგადასახადო სისტემის შემდგომი ლიბერალიზაციაც დღგ -ის მიმდინარე რეფორმის ფარგლებში. 

 

ამასთან, ეკონომიკურ ზრდაზე მხოლოდ დადებითად აისახება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, სახელმწიფო საწარმოების კლასიფიკაციის ახალ მოდელზე გადასვლაც, რაც ითვალისწინებს საწარმოების დაყოფას სახელმწიფო კორპორაციებად, კომერციულად მომგებიან საწარმოების სახით და რომლებიც არც პირდაპირ და არც ირიბად დაკავშირებული არ არიან ბიუჯეტთან, და სამთავრობო საწარმოებად, რომელთა ფუნქციონირება გარკვეულწილად დაკავშირებულია ცენტრალურ ან მუნიციპალურ ბიუჯეტებთან. იგივე უნდა ითქვას სახელმწიფო ინვესტიციების მართვის ახალ მოდელზე გადასვლაზეც, რაც ფინანსური რესურსების სწორ მართვაზე და კაპიტალური დანახარჯების ეფექტიან გადანაწილებაზე იქნება ორიენტირებული, რადგან პროექტების სწორ შერჩევაზე და შესრულებულ სამუშაოთა მონიტორინგზე, ეკონომიკის ზრდა და ინფრასტრუქტურის ტრანსფორმაცია ასევე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ