დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

"მთავრობას უდავოდ აქვს იმის მანდატიც, რომ ლარის "თავისუფლად ცურვის" ხელშეუხებელ დოგმას, რასაც, ბანკები ბოროტად იყენებენ, წერტილი დაუსვას!" 26.03.2020 11:44

ბლოგერი დავით ზარდიაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 

"საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში მთავრობას უდავოდ აქვს იმის მანდატიც, რომ ლარის "თავისუფლად ცურვის" ხელშეუხებელ დოგმას, რასაც, დარწმუნებული ვარ - ბანკები ბოროტად იყენებენ, წერტილი დაუსვას!


ზედაპირზე დევს და ნათელია, საგანგებო მდგომარეობის მკაცრი შეზღუდვები ბანკებსაც უნდა შეეხოს. ეკლესია კი არ უნდა დაიკეტოს, რასაც ლიბერასტები გვიკიჟინებენ, არამედ ბლუმბერგის ე.წ. სისტემა, როცა ბანკები მთავრობისა და ხალხის ზურგს უკან სარგებლობენ მთელს მსოფლიოში შექმნილი ეკონომიკური არეულობითა და როცა ყველა ღატაკდება, წურბელებივითა სუქდებიან.


არ ვიცი რაიმე არგუმენტი, რითაც შეიძლება გამართლდეს ბანკების ამგვარი ზღვარდაუდებელი პარპაში საგანგებო მდგომარეობის დროს. არავითარი ობიექტური გარემოება, რომ ლარის კურსი დოლართან 2, 8-დან 3, 5-დე ანუ 25%-ით, ასე მოკლე დროში დაეცეს - არ არსებობს. გასაგებია, რომ სავალუტო შემოდინება ქვეყანაში მკვეთრად დაეცა, მაგრამ პროპორციულად შემცირდა და თუ არ შემცირებულა, მაშინ მკაცრად უნდა შეიზღუდოს, ვალუტის გადინება ქვეყნიდან! იმპორტისათვის ლარის დადოლარება მთავრობის მიერ დადგენილი კურსით უნდა მოხდეს და არა ბანკთაშორის სპეკულაციებით დადგენილი კურსით. რა დროს "თავისუფლად მცურავი" კურსია?!


რასაკვირველია, სრულიად ლეგიტიმური იქნება ამ სფეროში მოქმედი კანონების შეჩერება და კრიზისული ვითარების დეკრეტით მართვა.


საზღვრები დაკეტილია. ფიზიკური მიმოსვლა -აბსოლუტურად შეზღუდული. ანალოგიურად უნდა შეიზღუდოს ვალუტის მოძრაობაც და ეს, ბლუმბერგის სისტემა, დროებით მაინც, უნდა დაიხუროს!" - წერს ზარდიაშვილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ