დღე: 24

ღამე: 11

USD 2.671

EUR 2.8387

რუსეთის თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, 30 მარტიდან მოსკოვში კომენდატის საათი გამოცხადდება 27.03.2020 02:21

30 მარტიდან მოსკოვში კომენდატის საათი გამოცხადდება. ამის შესახებ ბრძანება რუსეთის თავდაცვის მინისტრმა გამოსცა. „შექმნილი რთული მდგომარეობიდან  გამომდინარე, ვბრძანებ, 2020 წლის 30 მარტიდან შემღებულ იქნას მოსკოვსა და მიმდებარე რაიონებში საგანგებო მდგომარეობა“, ნათქვამია ბრძანებაში, რომელსაც რუსეთის  თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ აწერს ხელს. ბრძანების თანახმად, იზღუდება ქუჩებში თავისუფლად გადაადგილება, 20 საათიდან დილის ხუთ საათამდე იკრძალება როგორც ტრანსპორტის, ისე ფეხითმოსიარულეების მოძრაობა. ყველა მოქალაქე ვალდებულია დაემორჩილოს ქალაქის თავდაცვის შტაბის მოთხოვნებს და წესებს. ღამის საათებში მოსკოვის ქუჩები სპეციალური ხსნარებით დამუშავდება. ქუჩებში გადაადგილების უფლება ექნებათ სპეციალისტებს, ვინც ამ პროცესში მიიღებს მონაწილეობას. მათთვის გაიცემა სპეციალური საშვები.

 

შეგახსენებთ, რომ ამჟამად რუსეთში კორონავირუსით 800-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, ყველაზე რთული მდგომარეობა დედაქალაქშია, მოსკოვში 550 დაავადებულია.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ