დღე: 27

ღამე: 13

USD 2.6753

EUR 2.8473

„საქართველო ერთ-ერთი პირველია მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომელმაც განაცხადა, რომ ძალიან მოკლე პერიოდში ხსნის ტურისტულ ინდუსტრიას“ 07.05.2020 23:24

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციის შემდეგ უსაფრთხო ტურისტული დერეფნების შექმნასა და საერთაშორისო არენაზე საქართველოს, როგორც Covid-19-თან ეფექტურად მებრძოლი უსაფრთხო ტურისტული მიმართულების შესახებ ისაუბრა. 

 

„დღეს ჩვენ ძალიან ამაყები ვართ, რომ ტურიზმის ინდუსტრია იყო პირველ ზოლზე COVID-19- ის წინააღმდეგ ბრძოლაში. ტურიზმის ინდუსტრიის სხვადასხვა მოთამაშემ სატრანსპორტო, კვების თუ განთავსების ობიექტმა 19 000 ადამიანს უმასპინძლა იმ სერვისით, რომელზეც დღეს სხვა ქვეყნები მუშაობენ რომ გაიწეროს. ჩვენ ამაყები ვართ, რომ უსაფრთხოების სტანდარტები არათუ გაწერილი, არამედ დანერგილი გვაქვს სერვისში. ეს არის სწორედ ის კონკურენტუნარიანი უპირატესობა, რის გამოყენებასაც თამამად ვაპირებთ საერთაშორისო არეალზე“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა იმ გამოცდილების შესახებ ისაუბრა, რომელიც საქართველოს ტურისტულ სექტორს Covid-19-თან ბრძოლაში დაუგროვდა. „ჩვენ უკვე გვაქვს ის გამოცდილება, რომელიც უნიკალურია საქართველოს შემთხვევაში. ტურიზმის ინდუსტრია ბოლომდე იყო ჩართული და ზუსტად იცის დარგმა ის გაიდლაინები და მაქსიმალური კონტროლის მექანიზმები, რაც დასანერგია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ეს ეხება კვებას, განთავსებას, დალაგებას, ტრანსპორტირებას და ა.შ. მომავალი ტურიზმი იქნება განსაკუთრებით აქცენტირებული უსაფრთხოების ნორმებზე. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი პოზიცია ტურიზმის ნაწილში, რაც გვაჩქარებს ვადებში და ჩვენ მზად ვიქნებით 15 ივნისიდან და 1-ლი ივლისიდან“, - აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.

 

ქვრივიშვილის თქმით, საქართველო ერთ-ერთი პირველია მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომელმაც განაცხადა, რომ ძალიან მოკლე პერიოდში ხსნის ტურისტულ ინდუსტრიას. „საქართველოს უკვე აქვს საერთაშორისოდ აღიარებული, ძალიან წარმატებული ვირუსთან ბრძოლის პროექტი. ჩვენ ყველა ერთად ვკითხულობთ საერთაშორისო მედიაში ამის აღიარებას, რაც, რა თქმა უნდა, ეხმარება საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიას. ძალიან კარგად ვიცით, როგორ მივწვდეთ იმ საერთაშორისო მოგზაურებს, რომლებსაც წლების განმავლობაში ვიზიდავდით და აღმავალი იყო ეს ტრენდი. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა იმ პლატფორმას, არხს, რომელიც გავლენიანია და რაც მთავარია პირდაპირ პასუხობს ჩვენს ინტერესს. ახალი სარეკლამო სტრატეგიის მიხედვით უსაფრთხოება ერთ-ერთი მთავარი გზავნილი იქნება. საქართველო ერთ-ერთი პირველია მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომელმაც განაცხადა, რომ ძალიან მოკლე პერიოდში ხსნის ტურისტულ ინდუსტრიას“, -განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ