დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6753

EUR 2.8473

კოვიდუსაფრთხო, მწვანე რეგიონი საქართველოში - კახეთი ტურისტული სეზონის გახსნისთვის ემზადება - სამზადისს აქტიუტრად უერთდება შუხმანის შატო კახეთში 13.05.2020 01:24

როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, საქართველოს მთავრობამ დააანონსა ტურისტული სეზონის გახსნის სავარაუდო თარიღი - 15 ივნისი, საერთაშორისო ვიზიტორებისთვის კი - 1 ივლისი. ტურისტული სეზონის გახსნისთვის აქტიუტრად ემზადება შუხმანის შატო კახეთში. როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნუცა აბრამიშვილმა განაცხადა, კომპანიამ დაიწყო ტურისტული სეზონის გახსნის წინამოსამზადებელი სამუშაოები. პირველ ეტაპზე სპეციალური შეთავაზებები და პაკეტები გათვალისწინებული იქნება ადგილობრივი სტუმრებისთვის. ძირითადად აქცენტი გაკეთდება სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელ პროცედურებზე; გასტრონომიულ, ღვინის დაგემოვნების, ღვინის აბაზანებზე და დეტოქს პროცედურებზე; ასევე კახეთის უნიკალურ ბუნებაში სპეციალური სათავგადასავლო ტურების ორგანიზებაზე. შუხმანის ტურისტულ კომპლექსში გასულ წელს შეიქმნა ექსკლუზიური ღვინის სოფელი, სადაც დამსვენებლები შეძლებენ ინდივიდუალურ და განცალკევებულ დასვენებას უნიკალური არქიტექტურის მქონე სასტუმრო ვილებში. ისინი გარშემოტყმულია ვენახებით, ყველა ექსკლუზიური სერვისი, დაწყებული სპა პროცედურებით თუ დამთავრებული ღვინის დეგუსტაციებით, შეეძლებათ ექსკლუზიურად ვილებში მიიღონ. შუხმანის კომპლექსში მოქმედებს ორი ღია და ერთი დახურული საცურაო აუზი, სპორტული დარბაზი, გასართობი კუთხე, ღვინის სპა და ქართული რესტორანი.


ნუცა აბრამიშვილის თქმით, კახეთის რეგიონი გახდება მსოფლიოში ყველაზე კოვიდუსაფრთხო მხარე, სადაც დღემდე ვირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ასევე შენარჩუნებული იქნება მწვანე რეგიონის სტატუსი, მრავალგზის დაჯილდოვებული წოდებითეკოლოგიურად ყველაზე სუფთა რეგიონი მსოფლიოშითითოეულ ჩვენგანს, ყველა ჩვენს მოქალაქეს ესაჭიროება სუფთა ჰაერი, ბუნებით ტკბობა, სხვადასხვა გამაჯასაღებელი აქტივობა, ერთმანეთთან კომუნიკაცია. ჩვენთვისაც ეს იქნება ყველაზე სასიამოვნო მუშაობა. დიდი იმედი მაქვს, ქვეყნის დადებითი დინამიკა ვირუსის დაძლევაში ასეთი ტემპებით შენარჩუნდება და საქართველო მალე კარს გაუღებს მსოფლიო ტურისტებსაც. მათ კი დავხვდებით კარგად მომზადებულნი უსაფრთხოების და პრევენციული ნორმების სრული დაცვით“, განაცხადა ნუცა აბრამიშვილმა.

 

„ჩვენ არცერთი თანამშრომელი არ გაგვიშვია, ჩვენთან ყველა ადგილი შენარჩუნებულია და სულმოუთქმენლად ველოდებით სტუმრებს. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ძალიან მალე ისევ იმ მწვერვალებზე დავბრუნდეთ, როგორიც ეს უახლოვეს წარსულში დავტოვეთ,“- აცხადებს ნუცა აბრამიშვილი.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ