დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასთან დაკავშირებული ტენდერის გამოცხადება დაჩქარდება“ 16.05.2020 22:22

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასთან დაკავშირებული ტენდერის გამოცხადება დაჩქარდება. ამის შესახებ თურნავამ “პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ტაბლო“ განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, დაწყებულია მოლაპარაკებები ტექნიკურ დახმარებასა და საკონსულტაციო მომსახურებების თაობაზე ისეთ ორგანიზაციებთან, რომლებსაც საერთაშორისო ტენდერის გამოცხადების დიდი გამოცდილება აქვთ.

 

„ჩვენ ჯერ კიდევ სანამ დაიწყებოდა ეპიდემია ეს გაცხადებული გვქონდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტია. დაწყებული გვქონდა მუშაობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, მათ შორის, იმ ინსტიტუტებთან ვინც თავიდანვე იყო დაინტერესებული ამ პროექტში შესვლით. უბრალოდ, ეს წინა ინვესტორის პირობებში ვერ მოხერხერდა. მათთან გვაქვს დაწყებული მოლაპარაკება, ტექნიკური დახმარება, საკონსულტაციო მომსახურების თაობაზე, რათა ისინი დაგვეხმარონ ახალი ტენდერის მომზადებასა და გამოცხადებაში. ჩვენ ახლა შეგვიძლია უკვე თანდათან გავხსნათ ეკონომიკა და ვთვლით, რომ დადგა მომენტი, როდესაც უნდა მივუბრუნდეთ და გავააქტიუროთ ეს ჩვენი სამუშაო პროცესი. აქედან გამომდინარე, დავაჩქარებთ ტენდერის მომზადებას და ვეცდებით რაც შეიძლება მალე გამოვაცხადოთ. ჩვენ ვსაუბრობთ ყველა იმ საფინანსო ინსტიტუტებთან, ვინც მანამდე იყო ჩართული ამ პროექტში, არამხოლოდ EBRD, ასევე აზიის განვითარების ბანკი, ჩვენ ასევე შეიძლება ვესაუბროთ საერთაშორისო საფინანსო კორპორაციას, რომელიც არის მსოფლიო ბანკის წევრი. ეს არის ის ორგანიზაციები, რომლებსაც გარდა სესხებისა, ასევე აქვთ ტექნიკური დახმარების გაწევის შესაძლებლობა და ძალიან დიდი გამოცდილება საერთაშორისო ტენდერის გამოცხადების და აქედან გამომდინარე, ეს პროცესი აღდგება“, - განაცხადა ნათია თურნავამ. მინისტრის თქმით, საკითხი, თუ როგორ მოხდება პროექტიდან იმ ინვესტორების გასვლა, რომელთაც უკვე ჩადეს თანხები პროექტში, კონტრაქტითაა დარეგულირებული.

 

შეგახსენებთ, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც საარბიტრაჟო დავას დროებით წყვეტს და ხელისუფლებას შეთანხმებისკენ მოუწოდებს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ