დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

მონეტარული პოლიტიკის შერბილება და „საკრედიტო არდადეგები“ - როგორ ეხმარებიან ქვეყნები იპოთეკურ მსესხებლებს 23.05.2020 13:20

მას შემდეგ, რაც კორონავირუსის პანდემია მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში გავრცელდა და ვირუსით მილიონობით ადამიანი დაინფიცირდა, ბიზნეს სექტორის უმეტესობამ მუშაობა დროებით შეაჩერა. ამის გამო მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩა.

შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოსახლეობის დასახმარებლად არაერთ ქვეყანაში სოციალური დახმარების სპეციალური პროგრამები შეიქმნა.

ცვლილება ასევე შეეხო ეპოთეკურ სესხებსაც. არაერთმა ქვეყანამ თუ ბანკმა გადაწყვიტა უმუშევრად დარჩენილი მოსახლეობისთვის იპოთეკური სესხები დროებით გადაევადებინა და ე.წ. „საგადასახადო არდადეგები“ შემოეღო.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიმდინარე წლის აპრილში ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც იპოთეკური სესხის მქონე ამერიკელებს შესაძლებლობა ექნებათ 2020 წლის ბოლომდე „საგადასახადო არდადეგებით“ ისარგებლონ, იმ შემთხვევაში თუ კოორნავირუსმა მათი შემოსავლის წყაროზე უარყოფითად იმოქმედა და ამის დამტკიცება შეუძლიათ.

კორონავირუსის პანდემიის გამო ინგლისის ბანმა 11 მარტს მონეტარული პოლიტიკის საპროცენტო განაკვეთი 0.75%-დან 0.25%-მდე შეამცირა, რათა მოსახლეობისთვის სესხის გადახდა შედარებით გამარტივებულიყო. 19 მარტს კი, განაკვეთი 0.1%-მდე შემცირდა, რაც ბანკის ისტორიაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ამასთან, დიდ ბრიტანეთში იპოთეკური სესხები 3 თვით გადავადდა, რის შედეგადაც საშეღავათო პერიოდით ქვეყნის 1.2 მილიონმა მოსახლემ ისარგებლა.

ესპანეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, პირები, რომლებსაც იპოთეკური სესხები ჰქონდათ გადასახადებისგან 30 სექტემბრის ჩათვლით გათავისუფლდებიან. ამ კრიზისის დასაძლევად ქვეყნის ბიუჯეტიდან 220 მილიარდი ევრო გამოიყო.

ამასთან, ევროპის ქვეყნების უმეტესობაში, მათ შორის ირლანდიაში, იტალიაში, გერმანიასა და საფრანგეთში, ცენტრალურმა ბანკებმა მოქალაქეებს, რომლებსაც იპოთეკური სესხი ჰქონდათ, 3-თვიანი საშეღავათო პერიოდი დაუწესა. აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის გავრცელების მასშტაბებიდან გამომდინარე, ცენტრალური ბანკების უმეტესობა „საგადასახადო არდადეგების“ კიდევ 3 თვით გახანგრძლივებას გეგმავს.

იპოთეკურ სესხებთან დაკავშირებით 2 მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს რუსეთშიც - ერთი, რომელიც „საგადასახადო არდადეგებს“ ეხება და მეორე - ახალი შეღავათიანი იპოთეკური სესხი. პირველ შემთხვევაში სესხის გადახდის გადავადების უფლება აქვს ადამიანს, რომლის იპოთეკური სესხის მოცულობა მოსკოვში 4,5 მლნ რუბლს (დღევანდელი კურსით 61,200 დოლარი), სხვა ქალაქებში კი 3 მლნ რუბლს (41 200 დოლარი) არ აღემატება. შეღავათიანი იპოთეკური სესხების პროგრამა კი ახალ კრედიტებზე იმოქმედებს, კერძოდ, ის, ვინც 2020 წლის ნოემბრამდე აიღებს იპოთეკურ სესხს, სესხის საპროცენტო განაკვეთი იქნება მხოლოდ 6,5% მთლიანი ვადის განმავლობაში. სხვაობა საბაზრო სესხის პროცენტსა და მთავრობის მიერ დადგენილ პროცენტს შორის ქვეყნის ბიუჯეტიდან დაიფარება.

რას შეეხება საქართველოს, აქ კომერციულმა ბანკებმა სესხებზე 3-თვიანი საგადასახადო არდადეგები გამოაცხადეს და ეს ვადა შესაძლოა, კიდევ გადაიწიოს.

ავტორ(ებ)ი : bpn.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ