დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

"ლიბერალიზმიდან კულტურულ მარქსიზმამდე - ანუ ბრძოლა ახალი მსოფლიოსათვის" - გიორგი ცუცქირიძე 02.07.2020 15:36

ეკონომიკის ექსპერტი - გიორგი ცუცქირიძე, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 

"ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე მოვლენები, სულ უფრო იძენს კულტურული რევოლუციის ფორმებს. ძეგლების ნგრევა უკვე არა არის მხოლოდ ცალკეული პროტესტი. კოვიდ 19 პანდემიამ გააცოცხლა ბევრი ის საკითხი, რაც წლების განმავლობაში ტაბუირებული იყო. მაგრამ ჩვენი პოლიტიკური კლასის პერიფერიული და დემონიზირებული აზროვნების გამო, რამაც წალეკა ქართული მედია თუ სოციალური სივრცე, პრაქტიკულად ყურადღების მიღმა რჩება ის პროცესები, რაც მსოფლიოში მიმდინარეობს. სამწუხაროდ, ლიბერალიზმიც ჩვენთან ძალზე პრიმიტიულად არის გაგებული და არასამთავროებს თუ სხვადასხვა უმცირესობების თემებს და მათ უფლებებს უფრო უკავშირდება. არადა, განსაკუთრებით, ბოლო სამ ათწლეულში ნეო ლიბერალიზმის მძლავრი პროპაგანდისტული მანქანა ლიბერალური ინტერნაციონალის ქსელით, რამდენად პარადოქსულიც არ უნდა იყოს, პოლიტიკურ ფლირტში შევიდა მემარცხენე ალიანსთან, ძირითადად ლეიბორისტებთან, სოციალისტების დიდ ნაწილთან და მწვანეებთანაც კი.


ამ პოლიტიკურ პასეანსში, ტრამპის მოსვლამდე ლიბერტარიანელების მიერ კონტროლირებადი მედია არა თუ მთლიანად დახურული და ტაბუირებული იყო კონსერვატორული აზრისათვის, არამედ დღესაც კი დახურულია დიდწილად, მათ შორის საქართველოში. რატომღაც ნეო ლიბერალური და კონსერვატორული ძალების გლობალური დაპირისპირებისას, რომლის ეპიცენტრი დღეს არის ამერიკის შეერთებული შტატები, გამორჩენილია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი იდეოლოგიური ვექტორი მემარცხენე ალიანსი, რომელიც დგას პოსტმარქსისტულ დოქტრინაზე. თავად ტერმინი პოსტმარქსიზმი იგივეა რაც “კულტურული მარქსიზმი”, და ფრანკფურტის ნეო მარქსისტულ სკოლასთან და ამერიკელ ფილოსოფოს და სოციოლოგ ჰერბერტ მარკუზესთან, ასევე ნაწილობრივ ვებერულ სოციოლოგიასთან არის გაიგიავებული. მართალია, მისი საფუძველი მარქსიზმია, როგორც თანამედროვე სოციალიზმისა, მაგრამ იგი მაინც სხვა პოლიტიკური სისტემაა და ეტიმოლოგიურადაც განსხვავდება კლასიკური მარქსიზმისაგან. მარქსის სწავლება აქცენტს თუ ეკონომიკაზე აკეთებდა, კულტურული მარქსიზმი კულტურულ იდენტობაზე აკეთებს.


უკვე პოსტინდუსტრიულ ეპოქაში სამეცნიერო ტექნიკურმა პროგრესმა და მაღალმა ტექნოლოგიებმა გაზარდა რა პროდუქტიულობა, შრომაც გახადა მაღალპროდუქტიული. შეიქმნა ილუზია, რომ კაპიტალიზმმა მოახერხა პროლეტარიატის სრული ინტეგრაცია სამომხმარებლო საზოგადოებაში, განსაკუთრებით საბჭოთა ბლოკის დაშლის შემდეგ. სხვა მომსახურების სერვისებთან ერთად, მასკულტურა და გართობის ინდუსტრია, სექს და ნარკოინდუსტრიის სახით სულაც წამყვანი მეინსტრიმი გახდა.


პოსტმარქსისტების ინტერესთა თანხვედრა ნეო ლიბერალებთან იმანაც განაპირობა, რომ მათთვის სასიცოცხლო ამოცანად იქცა „პროლეტარიატის“ ალტერნატივის მოძებნა. მაგრამ, რადგან კლასობრივი ბრძოლა დასრულებულად ჩაითვალა, პოსტმარქსისტებმა მთავარი აქცენტი ეკონომიკური სფეროდან კულტურის და სოციალურ სფეროებზე გადაიტანეს. შესაბამისად, მივიღეთ მოცემულობა სადაც პროლეტარიატი რეალურად უკვე უმცირესობებმა ჩაანაცვლა. შემთხვევითი არაა, რომ ჩვენთანაც რადიკალური ქმედებებით ასევე ცნობილი -ლგბტ თემი, ფემინისტები, ნარკომანები თუ ასოციალური ელემენტები მოგვევლივნენ ახალ რევოლუციურ ავანგარდად 20 ივნისის მოვლენების დროსაც და მანამდეც „ბასიანის აქციების“ უკანაც. სწორედ ეს შლეიფი დგას დემოკრატებისაგან და მემარცხენე ალიანსისაგან მხარდაჭერილი დღეს ამერიკის და ევროპის ქუჩის ავანგარდში!


უნდა აღინიშნოს, რომ იგივე ევროპაში ფრანგული და გერმანული ფილოსოფიური სკოლის გავლენებისაგან გამომდინარე, ჰუმანიტარული თუ სოციალური მიმართულები, იგივე მასკულტურა, ნარკოპოლიტიკა და განსაკუთრებით იუვენალური პოლიტიკა არა ცალსახად რადიკალ ლიბერალების, რაც ჩვენთან გონიათ, არამედ მემარცხენე ალიანსის ინტერესების სფერო უფრო იყო. აქვე ავღნიშნავ, რომ სწორედ იუვენალური იუსტიციის მიღებისა და გავრცელების თემა არის იგივე ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში, იდეოლოგიური დაპირისპირების მთავარი ველი მემერჯვენე-კონსერვატორულ პოლიტიკურ კლასსა და ნეო ლიბერალებს შორის. შობადობის შემცირება მსოფლიოში, ოჯახების კონტროლი და საერთოდ ოჯახის ინსტიტუტის მოშლა, ბავშვების გასხვისება გეებზე და ა.შ, ანუ მათი აღზრდა ამ კრიტერიუმებით, ამ იდეოლოგიის ნაწილია. სწორედ ამ იდეოლოგიის კონტრთეზაზე- ოჯახზე, რწმენაზე და ტრადიციებზე დგას კონსერვატიზმი და ზოგადად ახალი მემარჯვენეობა ამერიკაში. შემთხვევითი არ არის, რომ ნეო კონსერვატორებმა ამ იუსტიციას „იუვენალური ფაშიზმიც“ კი დაარქვეს.


როდესაც ვსაუბრობთ ნეო ლიბერალიზმის კრიზისზე უნდა გვახსოვდეს, რომ ნეო ლიბერალიზმი იყო მეორე მსოფლიო ომის შემდგომი კაცობრიობის პოლიტიკური წესრიგის და ამავდროულად ლიბერტარიანელების და როგორც მას უწოდებენ „პოსტმარქსისტული იდენტობის“ პოლიტიკური ალიანსის სიმბოლოც!.


სწორედ ეს ალიანსი ტრანსნაციონალიური კორპორაციების სახით ებრძვის დღეს ტრამპს და ნეო კონსერვატორებს ამერიკაში, რომლის უკანაც ტრადიციული ამერიკული კაპიტალი და „მდუმარე უმრავლესობა“ დგას. ნიშანდობლივია, რომ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ლიბერტარიანელების და ამერიკელი მემარცხენეების ალიანსის ნათელი მაგალითია კლინტონ-სანდერსის ცნობილი პაქტი.


ეს არის ბრძოლა წარსულსა და ჯერ კიდევ არდამდგარ მომავალს შორის, მოდის ახალი ეპოქა, რომელიც საკმაოდ დიდი რყევებით და ტკივილით იბადება. ეს პოსტი კი იმედით და „შექმნის წიგნის“ ციტირებით მსურს დავასრულო-„და უწოდა ღმერთმა ნათელს დღე და ბნელს უწოდა ღამე. და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიადი”, - წერს ცუცქურუძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ