დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

ნათია თურნავამ „აწარმოე საქართველოში" პროგრამით მხარდაჭერილი საწარმო გახსნა 30.07.2020 13:22

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ქუთაისში კომპანია „ალუტექ ჯორჯიას" საწარმო გახსნა, რომელიც მეწარმეობის სტიმულირების სამთავრობო პროგრამის „აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით აშენდა. საწარმოში 700,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა და თავდაპირველად 15 ადამიანს დაასაქმებს, თუმცა გაფართოების შემდეგ დასაქმებულთა რაოდენობა 100-მდე გაიზრდება.


ნათია თურნავა ახალი საწარმოს მუშაობას გაეცნო, რომელიც პროდუქციას, თავდაპირველად, ადგილობრივ ბაზარზე გაყიდის. საწარმო გამოუშვებს ალუმინისა და მეტალო-პლასტმასის პროდუქციას გამოუშვებს.


„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახალი საწარმოების გახსნა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. ეს არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი. განახლებული პროგრამით „აწარმოე საქართველოში" შესაძლებელი გახდება უფრო მეტი საწარმოს მხარდაჭერა. რაც შეეხება სამშენებლო მასალათა ბაზარს, ის ძალიან პერსპექტიულია - ჩვენ გაგვაჩნია საკუთარი რესურსი, ასევე მოთხოვნა ჩვენს ბაზარზე და ექსპორტის დიდი პოტენციალი," - განაცხადა მინისტრმა. 

 

მინისტრთან ერთად, საწარმოში იმყოფებოდა სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ