დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

კახეთში 50 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული - საპროგნოზო მაჩვენებელი 300 ათასი ტონაა 14.09.2020 21:40

„რთველი 2020“-ის საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციით, კახეთში რთველი პიკურ ფაზაშია. ყურძნის გადამუშავების დღეღამურმა მაჩვენებელმა 8-9 ათას ტონას მიაღწია. ამ დროისათვის რეგიონში 50 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული. რთველი დედოფლისწყაროს, სიღნაღის რაიონებში დასასრულს მიუახლოვდა, მოსავლის აქტიური კრეფა გურჯაანის, თელავის, ყვარლისა და ახმეტის მუნიციპალიტეტში დაიწყო. საკოორდინაციო შტაბში აცხადებენ, რომ წელს კახეთში ყურძნის საპროგნოზო მაჩვენებელი 300 ათასი ტონის ფარგლებშია.

 

„მიმდინარე წელს „კოვიდ-19“ პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძნის სუბსიდირება განხორციელდება. სუბსიდიას მიიღებს ღვინის კომპანია, რომელიც შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ, არანაკლებ 1000 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს. ერთი კილოგრამი რქაწითელის ყურძენის მინიმალური ფასი 0,80 თეთრია“, – აღნიშნულია საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციაში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ