დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა პოზიტიურად შეაფასა ქვეყნის მაკროეკონომიკური ვითარებაა 15.09.2020 13:50

ერთკვირიანი მისიის პერიოდში, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა პოზიტიურად შეაფასა ქვეყნის მაკროეკონომიკური ვითარება. ამ და სხვა საკითხებზე  დღეს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ონლაინ ფორმატში შემაჯამებელი შეხვედრაზე  საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებთანისაუბრა.

 

როგორცჯორჯიან თაიმსს ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, საუბრისას დადებითად  შეფასდა COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები.

როგორც აღინიშნა, მნიშვნელოვანია ქვეყანამ შეინარჩუნოს ეკონომიკური მდგრადობა, რამაც ხელი უნდა შეუწყოს მომავალი წლიდან ეკონომიკის გაჯანსაღებას და სწრაფ აღდგენას.

წლის ბოლომდე საერთაშორისო სავალუტო ფონდი კიდევ ერთხელ მიმოიხილავს ქვეყნის ეკონომიკურ ვითარებას. შემფასებელი მისია ოქტომბერში გააგრძელებს მუშაობას”,-აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ