დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

კოვიდ-19-ის პანდემიის პერიოდში მსოფლიოში პირველად საქართველო გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ლიდერებს მასპინძლობს 15.09.2020 16:14

მსოფლიოში პირველად, კოვიდ-19-ის პანდემიის პერიოდში, საქართველოში მაღალი რანგის წარმომადგენლობითი ღონისძიება გაიმართებაროგორც „ჯორჯიან თაიმს“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს, თბილისი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112- სხდომას უმასპინძლებს.

 

გაერო- მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე დასასწრებად თბილისში უკვე ჩამოვიდნენ სხვადასხვა ქვეყნის მინისტრები და დელეგატები. დღის ბოლოს საქართველოს გაეროს მსოფლიოს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი ეწვევა.

 

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112- სხდომა თბილისში 16-17 სექტემბერს გაიმართება. აღმასრულებელი საბჭო 35 წევრი სახელმწიფოსგან შედგება და ორგანიზაციის მმართველ ორგანოს წარმოადგენს. საბჭოს სხდომა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გაიდლაინებისა და უსაფრთხოების სრული დაცვით ჩატარდება. ღონისძიება ქართველი ეპიდემიოლოგების სრული ჩართულობითა და მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ გაიმართება, ჩარტერულ რეისს, რომლითაც საქართველოში წარმომადგენლობითი დელეგაციები ჩამოვლენ, უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად 4 ეპიდემიოლოგი ჩამოჰყვება.

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომას აქტიურად გააშუქებს საერთაშორისო მედია - საქართველოში ეწვევიან ისეთი გავლენიანი მედიასაშუალებების წარმომადგენლები, როგორიცაა: “The New York Times,” “BBC Travel,” Euronews, “Frobes და სხვა. საქართველო კიდევ ერთხელ მოხვდება მსოფლიო მედიის ფოკუსში, როგორც პანდემიისგან უსაფრთხო ქვეყანა, სადაც გაეროს ორგანიზაცია - UNWTO თავის პირველ პოსტპანდემიურ მაღალი რანგის შეხვედრას ატარებს. საერთაშორისო მედიაში გავრცელდება საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი სტატიები, სიუჟეტები და ბლოგები, რაც საქართველოს როგორც უსაფრთხო ტურისტული მიმართულების პოზიციონირებას ხელს შეუწყობს",-აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ