კოვოდის მატების შიშით ტურიზმის ჩაგვრა არ უნდა ხდებოდეს. როგორც „ჯორჯიან თაიმსს“ ექსპერტმა ტურიზმის საკითხებში სიკო გეგიაძემ განუცხადა, გარდა იმისა, რომ საქართველო მიმზიდველია, ის ხელმისაწვდომიც უნდა იყოს.
„ზედმეტი სიფრთხილე, რაც საერთაშოროსო ფრენების აღდგენას შეეხება პარადოქსულია. კოვიდის შიშით არ უნდა შეიზღუდოს რეისები და უნდა ამოქმედდეს სხვადასხვა მიმართულება,“ - განაცხადა მან რადიოს ეთერში.
მისი თქმით, შექმნილი ვითარება ტურიზმის აღმავლობას შესაძლებლობას არ აძლევს. „ფორმულა ვითარების გამოსწორების არ არსებობს, მაგრამ კარგი იქნება თუ გლობალურად მოხდება საქართველოში წარმოქმნილი პრობლემების განხილვა. მაგალითად იკეტება ტურისტული კომპანიები და კარგი იქნება ამ მიმართულებით ზრუნვა,“ - განაცხადა ექსპერტმა.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge