დღე: 27

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

პირველ თებერვალს სავაჭრო ცენტრების გახსნის წინაპირობა თანამშრომლების ყოველთვიური ტესტირებაა 11.01.2021 20:47

სავაჭრო ცენტრების გახსნა არ მოხდება პირველ თებერვლამდე, რაც ნამდვილად ვიცით. თუმცა, პირველ თებერვალს რა იქნება, მაგას დრო გვაჩვენებს, – ამის შესახებ თბილისი ცენტრალის ხელმძღვანელმა, ლევან ყარალაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, გახსნის წინაპირობაა თანამშრომლების ტესტირება თვეში ერთხელ.

 

„რაც შეეხება გახსნის წინაპირობებს, ეს არის სავაჭრო ცენტრების თანამშრომლების ტესტირების საკითხი. თვეში ერთხელ უნდა მოხდეს ყველა თანამშრომლისთვის ტესტირების ჩატარება „კოვიდ-19“-ზე, თუმცა ეს რამდენად ეფექტური იქნება, ამის ახსნა ჩვენ ვერ მოვისმინეთ. იმის მიუხედავად, რომ კოვიდტესტირება მოსახლეობისთვის არის უფასო, ჩვენ, როგორც სავაჭრო ობიექტებმა ჩვენი თანამშრომლები უნდა გავტესტოთ და ეს თავად უნდა გადავიხადოთ. ის რაც დღეს შეხვედრის დროს მოვისმინეთ და გავიგეთ, ის არის, რომ ეს სექტორი არანაირ სახელმწიფო დახმარებას არ იღებს საგადასახადო და სუბსიდირების კუთხით. ასევე, დღევანდელ შეხვედრაზე გავიგეთ, რომ ტესტირების ხარჯი ჩვენი გასაწევია და ამაშიც არანაირი შეღავათი არ იქნება. ასევე, არ არსებობს პასუხი, პირველი თებერვლიდან ამუშავდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ამ სექტორმა, თავად უნდა მოიფიქროს როგორ უშველოს თავს, რაზეც შიდა კონსულტაცია უახლოეს დღეებში გვექნება და ჩვენ მივმართავთ სახელმწიფოს ჩვენი წინადადებით, როგორც ეს ადრეც გავაკეთეთ, რომ იქნებ რაიმე ლოგიკურ გადაწყვეტილებამდე მივიდეთ. თუ რატომ არ იხსნება, არა მხოლოდ ჩვენ, არამედ სხვა სექტორები, ამაზე პასუხი დღეს არ არსებობს“, – განაცხადა ყარალაშვილმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ