დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6802

EUR 2.8555

რუსეთი მარცვლეულის ექსპორტზე კვოტირების შემოღებას გეგმავს 14.01.2021 10:46

რუსეთი 15 თებერვლიდან 30 ივნისის ჩათვლით მარცვლეულის ექსპორტზე კვოტირების შემოღებას აპირებს. კვოტირება იმოქმედებს 18 მილიონ ტონამდე მარცვლეულზე. იზრდება საბაჟო ტარიფებიც.

 

იმის გამო, რომ საქართველოში რუსული ხორბლის წილი მაღალია, ქართველი იმპორტიორები შიდაბაზარზე ხორბლის დაახლოებით 40 დოლარით გაძვირდებას ელოდებიან. 

 

ფოთის მარცვლეულის ტერმინალიუს ცნობით, ფოთამდე მოტანილი 1 ტონა რუსული ხორბლის ფასი დეკემბერში დაახლოებით 260-262 დოლარი იყო. მას შემდეგ, რაც კვოტირება და გაძვირებული საბაჟო მომსახურება ძალაში შევა, პროდუქტის ლოგისტიკა და იმპორტის თვითღირებულება გაძვირდება, რაც მის სარეალიზაციო ფასზე აისახება. 

 

ცნობისთვის: 2020 წლის 10 თვეში საქართველოში რუსეთიდან 97.5 მლნ დოლარის ღირებულების ხორბლისა და მესლინის იმპორტი (448.4 ათასი ტონა) განხორციელდა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge თეა მოსაშვილი

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ