დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

ადგილობრივი ექსპორტი, 2019 წელთან შედარებით, 3.5 პროცენტით გაიზარდა და 2 406.9 მლნ. დოლარს გაუტოლდა 20.01.2021 21:30

გიორგი ცუცქირიძის პოსტი:
"საქსტატის" წინასწარი მონაცემებით, 2020 წელს საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ 3 342.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 12.0 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ნიშანდობლივია, რომ ექსპორტის სტრუქტურაში ექსპორტი რეექსპორტის გარეშე(როდესაც საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანილი უცხოური საქონელი გატანილია საქართველოს ტერიტორიის გარეთ) ადგილობრივი ექსპორტი, მთლიანი ექსპორტის 72.0 პროცენტს შეადგენს და რაც მთავარია, ბოლო წლებში მზარდ ტენდენციას აჩვენებს, ხოლო წინა, 2019 წელთან შედარებით 3.5 პროცენტით გაიზარდა და 2 406.9 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა. აქედანაც ჩანს, რომ ექსპორტის მოცულობის შემცირება რეექსპორტის კლების შედეგია და ისედაც იყო მოსალოდნელი გლობალური პანდემიის შედეგად საექსპორტო ბაზრებზე მიწოდების და მოთხოვნის ჯაჭვების წყვეტის გამო, რაც გლობალური ეკონომიკის რეცესიის ფონზე, ექსპორტის 7 % ვარდნის და საქართველოს ეკონომიკის სავარაუდო 5 % შემცირებით არის გამოწვეული.
მაგრამ ექსპორტის სტრუქტურაში, ადგილობრივი ექსპორტის ზრდა არის ძალზე მნივნელოვანი, რადგან რეექსპორტისაგან განსხვავებით, მნივნელოვნად ამცირებს საგარეო ვაჭრობის რისკებს და ზოგადად საგარეო მოწყვლადობასაც. ადგილობრივი ექსპორტის ზრდის კიდევ ერთი მახასიათებელი მისი დივერსფიკაციაა, როგორც ქვეყნების, ასევე სასაქონლო ჯგუფების მიხედვით. თვალსაჩინოებისათვის, საექსპორტო ნომენკლატურაში რამდენიმე წლიანი კლების ტენდენციის შემდეგ, რაც დიდწილად ფაროსანას ფაქტორს უკავშირდებოდა, თითქმის 45 პროცენტიანი ზრდა (+43.4%) აჩვენა თხილის ექსპორტმა. ეს ფაქტორი კი იმ თვალსაზრისითაც არის მნიშვნელოვანი, რომ საქართველო ამ სასაქონლო ჯგუფის მიხედვით, რომელსაც ზრდის მაღალი პერსპექტივა გააჩნია, მზარდი საგარეო მოთხოვნის გამო, თურქეთის შემდეგ რეგიონალურ მოთამაშედაც ყალიბდება, რაც თხილზე ფასწარმოქმნასაც განსაზღვრავს.
თუნდაც თხილის ექსპორტის ზრდა მიუთითებს ფაროსანასთან ბრძოლის წარმატებულ სამთავრობო პოლიტიკაზე, რასაც ემატება თანადაფინანსების სახელმწიფო აგროპროგრამები, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს მეშვეობით ახორციელებს აწარმოე საქართველოს გაზრდილ კომპონენტებთან ერთიან სტრატეგიაში.
მაკროეკონომიკური მდგრადობის თვალსაზრისით, ასევე უნდა გამოიყოს ადგილობრივი ექსპორტის თანაფარდობის ზრდა ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში, რაც 14.3 პროცენტია, და 2019 წლის მაჩვენებელზე 1.0 პროცენტული პუნქტით მეტია. ეს თანაფარდობა კი იმ თვალსაზრისითაც არის მნისვნელოვანი, რომ არა მხოლოდ აღემატება საშუალო მსოფლიო მაჩვენებლს, არამედ აჩვენებს იმ პერსპექტივასაც რომელიც ადგილობრივი ექსპორტის კიდევ უფრო მეტი დივერსიფიკაციით შეგვიძლია მივიღოთ უკვე უახლოეს წლებში. ადგილობრივი ექსპორტის ზრდის დადებითი ტენდენცია, მიუხედავად შემცირების გლობალური ტრენდისა, საქართველის მთავრობის სწორ ანტიკრიზისულ მენეჯმენტზე და ეკონომიკის სტიმულირების გათვლილ სტრატეგიაზე მიუთითებს, ხოლო საერთაშორისო ხელშეკრულებები, რომელიც თუნდაცა ბოლო პერიოდში გაფორმდა ქვეყანის სერიოზულ საგარეო მხარდაჭერას უზრუნველყოფს, როგორც უსაფრთხოების, ისე საინვესტიციო ნაკადების ზრდის და შესაბამისად, იმპორტის ექსპორტით ჩანაცვლებისათვის, რაც გაზრდილ შემოსავლებთან ერთად, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის და ცხოვრების დონის ზრდის წინაპირობა გახლავთ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ