დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

გიორგი ცუცქირიძე - ენერგეტიკაში მთავარ პრობლემად გრძელვადიანი სტრატეგიის არქონა რჩება 14.02.2021 20:41

გიორგი ცუცქირიძის პოსტი:
 
ბოლო დღეებში ნამახვანჰესთან ხდება მშენებარე უმსხვილესი იაპონური კაშხალის დაკავშირება, რომელიც მდებარეობს მიეს პრეფექტურაში, იაპონიის მთავარი კუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში. მიმაჩნია, რომ ამით იმის დასაბუთება, თითქოსდა დიდი წყლის ჰესები აქტიურად შენდება ისეთ მაღალ სეისმურ რეგიონში როგორიც იაპონიაა, არის ამ საკითხის არასწორი ინტერპრეტირება, რაც ნამახვანჰესის აშენების კონტექსტშია უფრო ლობირებული. ჯერ ერთი, Nikkei Asian Review ვებსაიტზე განთავსებული ანგარიშის თანახმად, პროექტს ხელმძღვანელობს არა უცხოური კერძო კომპანია, არამედ კორპორაცია Obayashi Corp- იაპონიის ხუთი უმსხვილესი სამშენებლო კომპანიადან. ამჯერად მხოლოდ ტექნიკურ და ტექნოლოგიურ მახასიათებლებზე შევჩერდები. რაც მთავარია, თავად კაშხლის მშენებლობა რობოტული და ავტომატიზირებული ტექნოლოგიების პილოტირებით ხორციელდება.
გარდა ამისა, ავტომატიზაციის ტექნოლოგია მონაწილეობს ბეტონის კაშხლის მშენებლობის თითქმის ყველა ეტაპზე. მშენებლობის თითოეული საფეხურიც გარკვეულწილად ავტომატიზირებულია.
სპეციალურად დაარსდა ბეტონის ქარხანა საჭირო მასალების შერევისთვის, ხოლო ბეტონის დასხმისას გამოიყენება ავტომატიზირებული კოშკის ამწეები და რობოტები, რომ პერიოდულად მოხდეს ბეტონის გაბრტყელება და გაპრიალება, სანამ მოხდება სხვა ფენის განთავსება. თანმიმდევრულობა და ხარისხის კონტროლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კაშხლებისთვის, რადგან ჰიდროიზოლაციისთვის საჭიროა ბეტონის ფენის ზუსტად ფენა-ფენა დაპრესვა ანუ ბეტონის ხანგრძლივ, განმეორებად ფენის დასხმა ყველა ეტაპზე. რათა არ მოხდეს წყლის გადინება ან სულაც კედლის ჩამოშლა, სეისმური რყევებისას.
ეს გვიჩვენებს, რომ იაპონიის მთავრობა ცდილობს მაღალი ტექნოლოგიების ინტეგრირებას სამშენებლო სექტორში, სახელწოდებით "i-Construct", როგორც შანსი მთავრობისათვის ინვესტიციის ჩადებისა და ძირეული რეფორმების გასატარებლად მშენებლობაში. სამშენებლო გიგანტმა Kajima– მ დაიწყო სამშენებლო ობიექტებზე უპილოტო, ავტომატიზირებული სატვირთო მანქანების, ბულდოზერების და ვიბრაციული ლილვაკების GPS სისტემების გამოყენება. ერთ მუშაკს შეუძლია წინასწარ პროგრამირებულიპ დანადგარების მართვა კომპიუტერის გამოყენებით. და ჩვენ თუნდაც მშენებლობის ტექნოლოგიის თვალსაზრისით ბევრი არც არაფერი ვიცით ნამახვანჰესზე, გარდა იმისა, რომ 3000 მუშახელის ჩამოყვანა იგეგმება თურქეთიდან.
ჩემი პოზიცია ამ საკითხზე ბოლო პოსტებიდანაც ჩანს, ჰიდროენერგიის გამოუყენებლობა ისეთივე სიბეცეა, როგორც განახლებადი ენერგიის გამოუყენებლობა. მაგრამ ამავდროულად ვარ წინააღმდეგი ამ ტიპის დიდი ჰესების ასე ნაჩქარევად აშენების, სადაც ისედაც ბევრი კითხვის ნიშნებია. ისინი უნდა აშენდეს საზოგადოების გაცილებით მაღალი ჩართულობით და კონსენსუსის საფუძველზე. მთავარ პრობლემად კი გრძელვადიანი სტრატეგიის არქონა რჩება, რომელიც განსაზღვრავდა ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებს, საერთაშორისო ტენდენციებთან და განსაკუთრებით მწვანე ენერგის ერთიან კონტექსტში. ენერგიის დეფიციტიდან თუ გვსურს გადავიდეთ პროფიციტულ ვექტორზე, გვჭირდება გაცილებით მაღალი დივერსიფიკაცია განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებით.
აუცილებელია, სახელმწიფოს მხრიდან დღეისათვის შეჩერებული ჰიდროელექტროსადგურების პროექტების არა მხოლო ხელახალი განხილვა, არამედ ქარისა და მზის ალტერნატიული პროექტების მხარდაჭერა სახელმწიფოს აქტიური ჩართულობით და საგადასახადო შეღავათების გამოყენებით და ისე წარდგენა ინვესტორებისათვის. ურუგვაის მოდელი ამის თვალსაჩინო მაგალითია. ამის გასაღები იყო ქვეყნის ბუნებრივი პირობები, პოლიტიკური ნება, თანამედროვე და ეფექტური მარეგულირებელი ჩარჩო და სექტორში ინვესტიციების სახელმწიფო და კერძო პარტნიორობის მოდელის განხორციელება.დღეისათვის ურუგვაი ერთ – ერთი წამყვანი ქვეყანაა მსოფლიოში ქარის ენერგიის წარმოების თვალსაზრისით, დანიასთან, ირლანდიასა და გერმანიასთან ერთად, სადაც ელექტროენერგიის მესამედზე მეტი ქარის ელექტროსადგურებზე მოდის.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ